აპარტამენტი საუკეთესო პირობებით 2+2 სტუმარზე!
ბაკურიანის სასტუმრო კომპლექს „K2 GROUP “ის ახლად აშენებულ მე 3 კორპუსში ბინა N43, 2 აივნით დიდველის და ბაკურიანის პანორამული ხედებით.
ბინაში დაგხვდებათ სამზარეულო თავის ჭურჭლით; სააბაზანო შემინული საშხაპით; სარეცხის მანქანა; ცენტრალური გათბობა; ცხელი წყალი; გაზქურა (გაზით); ელექტრო ჩაიდანი; ტოსტერი; მაცივარი; 2 (ორი) ტელევიზორი; Magticomის ტელევიზია; WIFI უფასო ინტერნეტი; ავეჯის სრული ინვენტარი; თმის საშრობი ფენი; პარკინგის ადგილი.
აპარტამენტი არის ბაკურიანში საუკეთესო და დღეის მდგომარეობით ყველაზე პრესტიჟულ ადგილზე. კრისტალის ახალი სათხილამურო ტრასა და საბაგიროები არის კორპუსის გვერდით - 50 მეტრში, გვერდზევეა ყინულის საციგურაო მოედანი, ასევე ბავშვთა გასართობი გარე სივრცეები. იქვეა მოვლილ -მოპირკეთებული ტყე პარკი. 100 მეტრშია „ნიკორას“ მაღაზია, აფთიაქი და საცხობი. იქვე ფუნქციონირებს რესტორანი. ამდენად, ტრანსპორტით სარგებლობა და შესაბამისად ბაკურიანის საცობებში დგომა არ მოგიწევთ. შექმნილია გარემო სრულყოფილი დასვენებისათვის.
ფასი იცვლება სეზონის და დღეების რაოდენობის მიხედვით.