1,156,500350,000
326.00 მ²
ფალიაშვილის 16ბ, აბასთუმანი, ადიგენის მუნიციპალიტეტი, სამცხე-ჯავახეთი
იყიდება დაბა აბასთუმანში ახალაშენებული აგარაკი, ექსპლუატაციაშია 2017 წლიდან. აგარაკი მდებარეობს აბასთუმნის საუკეთესო ნაწილში, ობსერვატორიის ასახვევთან, სასტუმრო "აბასთუმანი რეზიდენსთან", ტყის და მდინარის პირას. აგარაკს აქვს 7 საძინებელი, ინდივიდუალური სველი წერტილებით, ხოლო მესამე სართულზე არის ორი სტუდიოს ტიპის ოთახი/ბინა, იზოლირებული სამზარეულოებით. შენობის საერთო ფართია 326 კვ.მ, მიწის ნაკვეთის ფართი 286 კვ.მ, ეზოს უკან არის მცირე ფართი რომელზეც აშენებული გვაქვს დამხმარე ნაგებობა, 16 კვ.მ (პრივატიზების პერსპექტივით). შენობის პირველ სართულზეა საერთო დიდი სამზარეულო და დამატებით ღია სასადილო, ასევე პატარა ოთახი, მცირე ზომის საძინებლით და სველი წერტილით. შენობა აღჭურვილია ცენტრალური გათბობით, შესაბამისად ფუნქციურია ყველა სეზონზე. შენობის ყველა სართულს აქვს ძალიან დიდი ვერანდები ტყის და მდინარის ხედით. შენობა სრულად აღჭურვილია ავეჯითა და ტექნიკით.
აგარაკის წინ მდინარის პირი ასევე კეთილმოწყობილია, აივნებით და პარკინგის ადგილით (34 ავტომობილისთვის). საუკეთესო ინვესტიციაა კურორტ აბასთუმნის პერსპექტივების გათვალისწინებით; აგარაკი დაგეგმილია როგორც საცხოვრებლად, ისე საოჯახო სასტუმროდ ფუნქციონირებისთვის. დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით 598333349, 598245775.
იხილეთ ამჟამად მოქმედი საოჯახო სასტუმროს facebookგვერდი https://www.facebook.com/სასტუმროაბასთუმანშიფალიაშვილის16ბHotelinAbastumaniPaliashvili16b1463295787052090/
24 იანვ. 06:06