6,584,0002,267,500
1500.00 მ²
საბურთალოს რაიონი, თბილისი
ქირავდება ქალაქ თბილისში, საბურთალოზე, პრესტიჟულ ადგილას საირმის გორაზე "SAIRME VILLA RESIDENCE"ის ორი 5 სართულიანი სარკისებურად განლაგებული ვილა. თვითოეული სახლის ფართია 765 კვ/მ, საიდანაც ვერანდებისა და აივნების ფართი შეადგენს 180 კვ/მს, ხოლო დახურული სივრცე კი 585 კვ/მს. შესაბამისად ორივე სახლის საერთო ფართია ორმაგი, ანუ 1530 კვ/მ. მიწის საერთო ფართობია 700 კვ/მ. ამჟამად მიმდინარეობს რემონტი და სურვილის შემთხვევაში დამთავრდება 3 თვის ვადაში. პროექტით გათვალისწინებულია 6 ავტოსადგომი, ხოლო უკანა მხარეს მყუდრო გამწვანებული ეზო ხედებით. შესაძლებელია ორივე ვილის ერთად ან ცალცალკე შეძენა შესაბამისად როგორც ერთიანი ან გაერთიანებული, ასევე ინდივიდუალური დაგეგმარებითა და უმაღლესი ხარისხის რემონტით (ასევე თეთრი კარკასის სახით). ორივე სახლში ცალცალკე გათვალისწინებულია პანორამული ლიფტები, სახურავის ტერასებზე აუზები საუკეთესო ხედებით ქალაქზე. შენობები მოპირკეთებულია ტრავერტინის ქვით, ჩასმულია პანორამული სლაიდ იზოალუმინის კარფანჯარა, ნაშენებია ბედეგის ენერგოეფექტური ბლოკით, ყველა ოთახს გააჩნია ინდივიდუალური ვინტილაცია, დაცულია სახანძრო უსაფრთხოების ყველა წესი ხანძარსაწინააღმდეგო სენსორების ჩათვლით, ელექტრობა გაყვანილია თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. შენობა გათვლილია 8 ბალიან მიწისძვრაზე და სხვა მრავალი. ამჟამად ორივე ვილა ერთად გატიხრულია 28 (ანუ 14..14) ოთახად, საიდანაც 14 (ანუ 7..7) საძინებელია. ყველა ოთახს და მათ შორის სველ წერტილებს აქვს დიდი ზომის აივნები. თვითოეულ სახლს გააჩნია 2 სამზარეულო, ტექნიკური ოთახები, სამრეცხაოები, გასართობი დარბაზები, საგარდერობოები, კაბინეტები და სხვა.
ფასი მოცემულია ერთ ვილაზე,დაგვიკავშირდით ნომერზე 596261111
15 მაისი 22:58