ი. აბაშიძის ქუჩა, ვაკე, ვაკის რაიონი, თბილისი
საოფისე ფართი მდებარეობს ი. აბაშიძის ქუჩაზე თანამედროვე ბიზნეს ცენტრში, გარდენ ოფისში. გარდენ ოფისი გთავაზობთ ახალი კონცეფციის საოფისე ფართებს, რომელიც, ერთის მხრივ, მოიცავს A კლასის ბიზნეს ცენტრის ინფრასტრუქტურასა და სერვისებს და მეორეს მხრივ, გამოირჩევა დამქირავებელზე მორგებული გარემოთი, ტრენდული დიზაინით, გამწვანებით, ტერასებით. გარდენ ოფისი შერეული ტიპის ახალაშენებული სახლის მეორე სართულზეა. შენობის პირველ სართულს იკავებს კომერციული მაღალჭერიანი სივრცე, მეორე და მესამე სართულები დათმობილი აქვს საოფისე ფართებს და მეოთხე სართულიდან ზემოთ საცხოვრებელი ბინებია. გარდენ ოფისს მთლიანად უკავია ერთი სართული, საერთო შიდა ფართით 1109 კვმ , რომელიც აბაშიძის მხარეს მეორე სართულზეა, ხოლო უკანა მხარეს მიწის დონეზეა და გადის გამწვანებულ 275 კვმის ტერასაზე, რომელიც მხოლოდ გარდენ ოფისის დამქირავებლების სარგებლობაშია. გარდენ ოფისში შესვლა შესაძლებელია ცენტრალური ლობით და ცალკე შესასვლელით ასევე აბაშიძის ქუჩიდან. ცენტრალური შესასვლელი და ლობი მაღალი კლასის ბიზნეს ცენტრისთვის შესაბამისი დიზაინით არის შესრულებული, გამოყენებულია ხის პანელები, თბილი ფერები, განათებით შექმნილი აქცენტები. დამონტაჟებულია დაშვების სისტემა, ვიდეო კამერები, ემსახურება კონსიერჟი. მეორე სართულზე ასვლა შესაძლებელია 2 კიბის და ორი ლიფტის მეშვეობით და მხოლოდ საბარათე სისტემით. გარდენ ოფისში დამონტაჟებულია ცენტრალური გათბობაგაგრილების HVAC სისტემა და ასევე, ჰაერის მიწოდების ვენტილაციის სისტემა. დამონტაჟებულია ვიდეო კამერები და სახანძრო სისტემა. მთლიანი ფართი (1109 კვ.მ) პირობითად დაყოფილია სხვადასხვა ზომის ოფისებად 100 კვმ, 150 კვმ, 200 კვმ და მეტი კვმ ფართობებით, თუმცა, შესაძლებელია ოფისების გაერთიანებაც. საოფისე ფართებს აერთიანებს ხის პანელებითა და ცოცხალი მცენარეების კედლებით გაფორმებული ლობი, სადაც მოხვდებით ლიფტებიდან გამოსვლისას. საოფისე ფართებს აქვს საერთო სველი წერტილები (7 ერთეული) და სამზარეულო, სადაც ჩამონტაჟებულია ჭურჭლის სარეცხი მანქანა, მაცივარი და წყლის აპარატი. სამზარეულო და სველი წერტილები გათვლილია საოფისე ფართის დატვირთვაზე სტადნარტების მიხედვით. ყველა ოფისს აქვს წვდომა საერთო სარგებლობის მოპირკეთებულ და გამწვანებულ ტერასაზე და შიდა ლანდშაფტურ ეზოზე. ამ ეტაპზე საერთო ფართები და საერთო ინფრასტრუქტურა დასრულებულია და გარდენ ოფისი მზად არის დამქირავებლებისთვის. ოფისები მაქსიმუმ 30 სამუშაო დღის ვადაში ჩაბარდება დამკვეთის ინდივიდუალური დიზაინითა და გეგმარებით შესრულდება. შიდა გეგმარების დიზაინი შეზღუდული არ არის სივრცული ვიტრაჟული ფანჯრების გამო, რაც ჰაერის და სინათლის წყაროა და ასევე, შიდა ეზოს ლანდშაფტსა და აბაშიძის ქუჩაზე არაჩვეულებრივ ხედებს გვთავაზობს. გარდენ ოფისი ახალი კონცეფციის, ახალ რეალობაზე მორგებული საოფისე სივრცეა კრეატიული კომპანიებისთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია თანამშრომლებისთვის ჯანმრთელი, კომფორტული და მყუდრო სამუშაო გარემოს შექმნა. ტელ 568 01 11 18
20 იანვ. 13:51