ე. მინდელის ქუჩა, საბურთალო, საბურთალოს რაიონი, თბილისი
იყიდება ბინა, არის თეთრი კარკასის მდგომარეობაში, საბურთალოზე ეკოლოგიურად ერთერთ საუკთესო უბანში. მინდელის და პოლიტკოვსკაია(ყოფ. ჯიქია) კვეთაზე, საცხოვრებელ კომპლექს ,,დონა პალასში". სართული მესამე. ბინაში არის 2 საძინებელი, 1 მისაღები, 1 იზოლირებული სამზარეულო, 1 სველი წერტილი(შეიძლება გაყოფა), 1 აივანი და ვერანდა. შემოსასვლელი ყველა ოთახს აქვს ცალცაკე. ბინა არის კუთხის და ყველა ოთახს, სამზარეულოს ჩათვლით, აქვს ფანჯრები (სტუდიოს მოწყობის შემთხვევაში, გამოვა 3 საძინებელი და სტუდიოს ტიპის მისაღები ოთახი).
ბინას აქვს კარგი ხედები, კეთილმოწყობილი და დაცული სადარბაზო, სამგზავრო და სატვირთო ლიფტები. საცხოვრებელ კომპლექსს აქვს შემოსაზღვრული საკმაოდ ვრცელი ტერიტორია/ეზო (14 000 კვ.მეტრი), რაც გამორიცხავს უახლოეს მანძილზე ახალი კორპუსების აშენების საფრთხეს. ეზოს ტერიტორიაზე, კომპლექსში არის 2 სტადიონი, სავარჯიშო „ტრენაჟორები”, ბავშვთა გასართობი ადგილი, ფიჭვის ხეივანი მოსასვენებელი ატრიბუტებით და საერთო პარკირების ადგილები.
ფასი 70000 აშშ დოლარი,
შიდა ფართი არის 79 კვ.მეტრი (მ2), ხოლო ვერანდის ფართია 48,2 კვ.მეტრი
11 ნოემ. 16:27