N9, ა. ანტონოვსკაიას ქუჩა, საბურთალო, საბურთალოს რაიონი, თბილისი
ვარ მესაკუთრე. იყიდება კუთხის ნათელი და თბილი ბინა, ყაზბეგზე მდებარე აქსისი კორპუსის უკანა მხარეს მდებარე ძველ აშენებულ კორპუსში, პრესტიჟულ, მარტივად მისადგომ, მყუდრო და წყნარ ადგილას. ბინაში ერთი წლის წინ გაკეთდა უცხოვრებელი კოსმეტიკური რემონტი, შეიცვალა შპალერი, გათეთრდა ჭერი, პარკეტს გაუკეთდა ციკლოვკა რომელიც არის იდეალურ მდგომარეობაში, სამზარეულოში დაიგო მეტლახი, მოკლედ ბინა ამჟამად მოწყობილია სუფთად. ფართს ასევე გააჩნია კედლის კარადები. შიდა (საცხოვრებელი) ფართი შეადგენს 87 კვ.მს რომელსაც დამატებით გააჩნია 60 კვ.მ მიშენების აივანი (ვერანდა) მოწყობილ მდგომარეობაში, მოჭიმული იატაკით, შეღებილი კედლებით, გაყვანილი განათებით, დაყენებული მოაჯირით და ჰამაკების საკიდებით. აღნიშნული აივანი გადმოჰყურებს კორპუსის ეზოს სადაც მოწყობილია საფეხბურთო სტადიონი და სკვერი რომელიც აღჭურვილია ბავშვების გასართობი ინფრასტრუქტურით. კორპუსის ეზოს შესასვლელში დაყენებულია შლაგბაუმი, შესაბამისად პარკინგი არასდროს არ წარმოადგენს პრობლემას.
სამომავლო პერსპექტივაში შესაძლებელია მიშენების აივნის გამოყენება და მთლიანი ფართის გადიდება ან ორ ბინად გადაკეთება.
24 იანვ. 12:02