იყიდება 184 მ² საერთო ფართობის შემოსავლიანი კომერციული ობიექტი, განთავსებული მაღალი ტრაფიკისა და მაღალი ხილვადობის ზონაში. ფართი განაწილებულია ორ დონეზე: I სართული (92 მ²) და II სართული (92 მ²).
ობიექტი უზრუნველყოფილია ელექტროენერგიითა და წყლის კომუნიკაციით, პირველ სართულზე მოწყობილია სველი წერტილი. შენობაში ხელმისაწვდომია ბუნებრივი აირი და ინტერნეტი, რომელთა ფართში შეყვანაც შესაძლებელია მარტივად. ობიექტს აქვს საკუთარი საპარკინგე სივრცე.
ფართის ფუნქციონალური დაგეგმარება იდეალურია შოურუმის, ოფისის, კლინიკის, ესთეტიკის ცენტრის, სავაჭრო ობიექტისა თუ სხვა მრავალპროფილური ბიზნესსაქმიანობისთვის. ობიექტი სრულად მზადაა ოპერირებისთვის.