იყიდება პრემიუმ კლასის სასტუმროს ნომერი ბაკურიანში, „ორბი პალასში“!
ბინა მდებარეობს გამორჩეულ რეკრეაციულ ზონაში, ტყის პირას, ულამაზესი ხედებით. 41 მ² ფართობის მზიანი და ნათელი ნომერი გათვლილია 4 ადამიანზე და მოიცავს ცალკე საძინებელს. სრულად აღჭურვილია კომფორტული დასვენებისთვის საჭირო ინვენტარით: ცენტრალური გათბობა-კონდიცირება, 2 Smart TV, საკაბელო ტელევიზია, უფასო Wi-Fi და სრულად აღჭურვილი სამზარეულო, ასევე თეთრეული, პირსახოცები და სხვა საჭირო აქსესუარები.
კომპლექსი გამოირჩევა გამორჩეული არქიტექტურით, უსაფრთხო გარემოთი და მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურით. სტუმრებისთვის ხელმისაწვდომია შიდა აუზები, უფასო სპორტული მოედანი, ბავშვთა გასართობი სივრცეები, რესტორანი, უფასო პარკინგი, 24/7 დაცვა და ადმინისტრაცია. კომპლექსის მიმდებარედ მდებარეობს მარკეტები, მათ შორის „ნიკორა“, კაფე-ბარები, რესტორნები, საპიკნიკე სივრცეები და სხვა სასტუმრო კომპლექსები, მათ შორის „დიდველი რეზიდენსი“ და „კრისტალი“.
ახლოსაა ბაკურიანის პოპულარული სასრიალო ტრასები და საბაგირო, რაც ნომერს მიმზიდველს ხდის როგორც პირადი დასვენებისთვის, ისე საინვესტიციოდ. იდეალური არჩევანია მათთვის, ვისაც სურს კომფორტული დასვენება ბუნებასთან ახლოს, პრემიუმ კლასის სასტუმროს გარემოში.