დაგვიკავშირდოთ ვათსაპში.
სასწრაფოდ იყიდება 61.4 მ2 ფართის ბინა Litus City Batumi-ს პრემიუმ პროექტში, მთისა და ქალაქის ხედით! ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე. ეს არის მშენებარე ბინა, რომელიც გთავაზობთ შესანიშნავ შესაძლებლობას შექმნათ თქვენი ოცნების საცხოვრებელი განვითარებად და მოთხოვნად ლოკაციაზე.
იდეალურია როგორც საცხოვრებლად, ისე ინვესტიციისთვის.
მაღალი მეხუთე სართული.
ბინა ჩაბარდება შემდეგ მდგომარეობაში:
* პერიმეტრის მზიდი კედლები — შებათქაშებული.
* შიდა ტიხრები — პროექტის შესაბამისად ამოყვანილი და შებათქაშებული.
* გარე კარ-ფანჯარა — ალუმინის, ორმაგი მინაპაკეტით.
* შესასვლელი კარი — რკინის.
* აივნები — პროექტის შესაბამისად მოპირკეთებული.
* კანალიზაცია და ვენტილაცია — ბინაში მოწყობილი ცენტრალური დგარებით.
* წყალი და ელექტრობა — ბინამდე მიყვანილი და ბინაში დაქსელილი. ელექტრო და წყლის წერტილების რაოდენობას გამყიდველი განსაზღვრავს მინიმალური სტანდარტის შესაბამისად.
* ინტერნეტისა და მსგავსი სისტემების სადენები — მიყვანილი სართულზე, სადარბაზოში განთავსებულ სპეციალურ ყუთამდე.
* იატაკი — ბეტონის ხსნარით მოჭიმული, სველი წერტილის გარდა.