იყიდება საკარმიდამო მიწის ნაკვეთი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, საკურორტო სოფელ სადგერში, საერთო ფართობით 1301 კვ.მ (42X31).
ნაკვეთი მდებარეობს ასფალტირებული გზის პირზე, რაც განაპირობებს მის ხელმისაწვდომობას, არის იდეალური ფორმის და რელიეფის მქონე, შესაძლებელია რამდენიმე კოტეჯის განთავსება.
ნაკვეთი დაყოფილია ორ საკადასტრო კოდად 333 და 968 კვ.მ.
შეთავაზება იდეალურია, როგორც პირადი ინტერესებისთვის ასევე საინვესტიციოდ.
მოკლე აღწერა სოფლის შესახებ: სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში (ტბის თემში), მდინარე ბორჯომულის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 1020 მეტრი, ბორჯომიდან 7 კილომეტრი. სოფლის მახლობლად შემონახულია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი — XV საუკუნის წმინდა გიორგის ეკლესია. სოფელში არის მიწისქვეშა სუბთერმული მინერალური წყალი.
დამატებითი დეტალების გასაცნობად დარეკეთ მითითებულ ნომერზე, ასევე ვოტსაპზე ან ვაიბერზე.