იყიდება პრემიუმ აგარაკი ცხვარიჭამიაში – ტყის პირას, აუზითა და ულამაზესი ხედებით.
ცხვარიჭამიაში, გოგილეთის გადასახვევთან, ჩოხელების დასახლებაში იყიდება 240 კვ.მ კაპიტალურად აშენებული 3-სართულიანი თითქმის უცხოვრებელი სახლი, 700 კვმ მიწით.
გარდა ცხოვრებისა და დასვენებისა, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია მისი კომერციული თვალსაზრისით გამოყენებაც - დღიურად გაქირავება კორპორატიული წვეულებისა და სხვა შეკრებისთვის;
🛏️ 8 ოთახით, მათ შორის 4 საძინებელი
🚿 3 სველი წერტილი
🔥 დიდი მისაღები ესპანური კაფელითა და მეთლახით, მოქმედი ბუხრით
🏊 6×4 მეტრი საცურაო აუზი
🚗 კაპიტალური 24 კვ.მ ავტოფარეხი (მის თავზე აივნით)
🌿 კეთილმოწყობილი ეზო
✔ სახლი არის კაპიტალურად ნაშენი, მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალებით; ✔ აქვს კარგი გადახურვა და სადრენაჟო სისტემა; ✔ ჩასმულია მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები; ✔ აქვს დამცავი გისოსები; ✔ აქვს შიდა მასიური ძვირფასი ხის კიბე; ✔ ყველა ოთახს აქვს ბუნებრივი განათება; ✔ არის აივნები ყველა სართულზე; ✔ დამონტაჟებულია გაზის გამათბობელი და სატელევიზიო ანტენა; ✔ დენი და ბუნებრივი აირი მუდმივად; ✔ წყლის ცენტრალური ქსელი უკვე მიყვანილია სახლთან; ✔ მოწყობილია საკანალიზაციო სისტემა; ✔ მიწები რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში.
ეზო
ეზო სრულად შემოღობილია რკინისა და დეკორატიული ღობით. დაგებულია ფილები, გამწვანებულია და დარგულია: ვარდები, ზამბახები, ბზები, ალუბლები, იასამანი. ასევე მოწყობილია გარე სველი წერტილი.
მდებარეობა
📍 ცენტრალური ასფალტირებული გზიდან მხოლოდ 70–100 მეტრში.
სახლში რჩება ყველაფერი, გარდა რამდენიმე პირადი ნივთისა.
ახლოს მდებარეობს:
⛪ ორი ეკლესია; 🛒 სასურსათო მაღაზია; 💧 ბუნებრივი წყარო
🌲 სახლი გარშემორტყმულია ტყით - არის ძალიან მშვიდი გარემო და სუფთა ჰაერი. არის კარგი სამეზობლო