ლილოდან 15 წუთის სავალზე, საგარეჯოს რაიონის სოფელ უჯარმაში, იყიდება 2-სართულიანი სახლი.
სახლი არის კაპიტალური და ნათელი.
პირველი სართული: მისაღები, სამზარეულო, აბაზანა-ტუალეტი, ტერასა, საოჯახო მარანი და ავტოფარეხი.
მეორე სართული: სამი საძინებელი და აბაზანა-ტუალეტი, ტერასა. ოთახები გადის 30მეტრიან კორიდორში და ტერასაზე.
სახლის საერთო ფართი: 300კვ.მ.
სახლის კონსტრუქციაში აგრეთვე გათვალისწინებულია მანსარდული სართული, რომელიც მფლობელს დამატებითი საცხოვრებელი ფართის ათვისების საშუალებას აძლევს.
მიწის ნაკვეთი: 1500 კვ.მ, გაშენებული მსხმოიარე ხეხილითა და ტალავერით. სახლის უკან ტყის მასივია.
აქვს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი.
შეყვანილია ბუნებრივი აირი, არის შუქი, სასმელი და სარწყავი წყალი.
სახლი მდებარეობს მშვიდ და უსაფრთხო გარემოში, უჯარმის ბალნეოლოგიური კურორტიდან ნახევარ კილომეტრში.
დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით ნომერზე: 599510003