აგარაკი მდებარეობს მწვანეში ჩაფლულ, ეკოლოგიურად სუფთა ადგილას. ქალაქის ცენტრალური ადგილებიდან მაგალითად გმირთა მოედნიდან 20 - 30 წუთის სავალზე - სოფელი დიღმის გავლით. სახლის ეზოდან არის ჩასასვლელი მდინარე დიღმულაზე. ასევე სახლიდან 300 მეტრის დაშორებით არის მდინარეზე საბანაო ადგილი პატარა ჩანჩქერთან. დასახლებას ქვია "მთის ჰაერი". ძალიან კარგია პატარა ბავშვებიანი ოჯახებისათვის. ან მათთვის, ვისაც სჭირდება სიწყნარე და ქალაქის ქაოსიდან მოშორებით ყოფნა სიგრილეში, სუფთა ჰაერზე და ბუნების წიაღში, თან ქალაქთან ახლოს. აგარაკის დაქირავება შესაძლებელია 1 თვითაც . ღირებულება ამ შემთხვევაში იქნება 1500$. სამი თვით ქირაობის შემთხვევაში ერთი თვის ღირებულებაა 1000$.