გამარჯობა ჯგუფის წევრებო!
კარდენახში, ნუშის უბანში ვყიდი სახლს დიდი ეზოთი, ეზოში სხვადასხვა ხეხილია.
სახლის მანსარდული ტიპის 132 კვადრატულია, ეზო 3733 კვადრატული.
სახლი არის ძველი აშენებული ძველი რემონტით, ახალი გაკეთებულია ვანა-ტუალეტი შიგნით, არის კონდენციონერი და ცხელი წყალი, გაზი არის, ასევე გაკეთებული გვაქვს საკანალიზაციო ჭა, ამ ეტაპზე წყალი არის გრაფიკით და მოხმარებაში არსებული წყალი ივსება 2 ტონიან ბაკში(მერიას დაწყებული აქვს მუდმივი წყლის სამუშაოები და მილები მიყვანილია უბანში).
კახეთის ბანით ჩადიხართ 1 საათსა და 15 წუთში, ხოლო ბანის დასრულების შემდეგ 50 წუთში იქნება შესაძლებელი ჩასვლა.
მიწა ძალიან ნაყოფიერია, ხარობს ფაქტობრივად ყველაფერი, ბამბუკებიც კი მეზრდება ეზოში.
ფასი 39 900 $, დაინტერესების შემთხვევაში რეალურ კლიენტთან ფასზეც მოვგვარდებით.