იყიდება 3 ოთახიანი ბინა ალფა სახლის ახალ დასრულებულ პროექტში — "ალფა სახლი დიდი დიღომი", პეტრე იბერისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩების კვეთაზე, პეტრე იბერის ქუჩა #30.
ბინა არის თეთრი კარკასის მდგომარეობაში, საცხოვრებელი ფართობი შეადგენს 104.8 კვადრატულ მეტრს და მდებარეობს მერვე სართულზე.
ბინის დაგეგმარება განსაკუთრებით კომფორტული და ფუნქციურია. ბინას აქვს ორი იზოლირებული საძინებელი, რომელთაგან ერთის ფართობია 19 მ², ხოლო მეორისა 13.5 მ². ბინის ერთ-ერთი პლიუსი მისი იდეალური, იზოლირებული განლაგებაა, არის ცალკე მისაღები ოთახი და დამოუკიდებელი სამზარეულო, რაც დღეს ახალაშენებულ კორპუსებში იშვიათობაა და ოჯახისთვის დამატებით მყუდროებას ქმნის. სურვილის შემთხვევაში, შიდა სივრცის გადაკეთება და გადაგეგმარება მარტივად არის შესაძლებელი. ბინას აქვს ერთი სველი, საკმაო სივრცით, 6.4 კვადრატული მეტრი.
მათთვის, ვისაც დიდი გარე სივრცე იზიდავს, ეს ბინა იდეალური ვარიანტია, რადგან მას აქვს 2 აივანი. პატარა აივანი, რომლის ფართობიც 3.5 კვადრატული მეტრია, გადაჰყურებს წყნარ შიდა ეზოს. ხოლო დიდი აივანი, 16.7 კვადრატული მეტრი, გადის დემეტრე თავდადებულის ქუჩის მხარეს. ამ მხარეს ბინას წინ არანაირი კორპუსი არ ეფარება, რაც უზრუნველყოფს კარგ ხედსა და სივრცის შეგრძნებას. ბინის რეალური ხედები და განლაგება კარგად ჩანს თანდართულ ფოტოებსა და პროექტში.