იყიდება სრულად კეთილმოწყობილი კერძო სახლი (აგარაკი) დაბა გრიგოლეთში, ცენტრალური გზისა და ზღვის სიახლოვეს, მუდმივად დასახლებულ და მშვიდ უბანში. ზღვამდე ფეხით სავალი მანძილია, ხოლო სახლიდან იშლება ულამაზესი პანორამული ხედები, რომელსაც არც ერთი ნაგებობა არ ფარავს.
სახლი სამსართულიანია, საიდანაც ორი სართული საცხოვრებელია, ხოლო ქვედა სართული განკუთვნილია დასვენებისა და გართობისთვის. ასევე აქვს საკუჭნაო, სხვენი, არტეზიული ჭა და მარმარილოს ბუხარი.
საკუთრება უზრუნველყოფილია ყველა საჭირო კომუნიკაციით: ბუნებრივი აირით, მუდმივი წყალმომარაგებით, ინტერნეტითა და ტელევიზიით. დამონტაჟებულია სიგნალიზაცია და შიდა/გარე ვიდეომეთვალყურეობის სისტემა.
სახლი იყიდება სრული კომპლექტაციით — ავეჯით, ტექნიკით, ჭურჭლითა და სხვა საჭირო ინვენტარით. იდეალურია როგორც მუდმივი საცხოვრებლად ან სააგარაკედ, ისე საოჯახო სასტუმროს მოსაწყობად.