იყიდება სტეფანწმინდაში, ცენტრიდან 5 წუთით ფეხით სავალზე თანამედროვე ტიპის აქტიური სრულად მოწყობილი სასტუმრო კომპლექსი. სასტუმროს კომპლექსი შედგება: 3 შენობანაგებობისაგან (სასტუმრო, სასადილო ტერასით, სათავსო) და განთავსებულია 500კვ.მ მიწის ნაკვეთზე. სასტუმროში განთავსებულია 8 სხვადასხვა ტიპის ნომერი. ყოველ ნომერში არის ინდივიდუალური კომფორტული და თანამედროვე სველი წერტილი აბაზანით. ერთ-ერთი ყველაზე ღირშესანიშნავი რაც სასტუმროს აქვს ეს არის 360 გრადუსიანი გერგეტის სამებისა და მყინვარ წვერის პანორამული ხედი. კომპლექსი მუშაობდს სხვადასხვა ჯავშნის პლატფორმებზე. გამოირჩევა თავისი ადგილმდებარეობით, ხედებით და კომფორტული ნომრებით. პლატფორმებზე სასტუმრო შეფასებულია საუკეთესოდ: booking.com - superb 9.3; Airbnb-Super host 4.9.