დ. აღმაშენებლის ქუჩა, გლდანის რაიონი, თბილისი
იყიდება ულამაზესი, თბილი, მყუდრო, კაპიტალური (13 წლის წინ აშენებული), ახალ გარემონტებული სახლი გლდანის ბოლოს, სოპ. გიორგიწმინდაში. სოფლის საუკეთესო ადგილას, ცენტრში,სამარშრუტო ტაქსი ჩერდება ჭიშკართან. კაპიტალური ბლოკის ღობით, ორი შესასვლელით, ორივე დიდი ჭიშკრით, ორი სველი წერთილით, ერთი სახლში, მეორე (საზაფხულო) ეზოში. სამი მანქანის გასაჩერებელი ადგილით.20 მ2 მოპირკეთებული ტერასით, ბაღში დგას საზაფხულო საქეიფო ფანჩათური, ხის საქანელა, ჰამაკი, ორი მაყალი (მიწაში და საზაფხულო სამზარეულოში), ღუმილი ცხელი შებოლვისთვის. ეზოშია ორი ცალკე მდგომი საქათმე და სახელოსნო. პირველ სართულზე 100 მ2 სათავსო, მარანი, 60 მ2 შეიძლება გადაკეთდეს ოთახებათ სტუმრებისთვის,იქნება ცალკე შესასვლელით. თბილისზე ულამაზესი ხედით. ყველანაირი მრავალწლიანი ხეხილით, გერმანული ჯიშის ვარდებით, ყურძნის ტალავერით, ზღაპრული ტბორით თევზებით.30მ2 მიწა დამუშავებულია ბოსტანისთვის. არაჩვეულებრივი სამეზობლოა. სახლში რჩება ტექნიკა და ავეჯი, რაც სურათებში ნაჩვენებია.
27 აპრ. 10:40