ი. გოგებაშვილის ქუჩა, მთაწმინდა, მთაწმინდის რაიონი, თბილისი
ექსკლუზიური უფლებით!!! გამოტანილია გასაყიდად!!! 4 სართულიანი კერძო სახლი მთაწმინდაზე, გოგებაშვილის ქუჩაზე. ახალაშენებული, 10 ოთახიანი. საერთო ფართი: 235მ2 (აქედან საცხოვრებელი ფართი არის 190მ2, ხოლო 45 მ2 არის ტერასა სახურავზე). სახლი შედგება 3 იზოლირებული სართულისგან/ბინისგან. პირველ სართულზე არის მისაღები ბუხრით, იზოლირებული სამზარეულო, 1 საძინებელი, 1 სველი წერტილი და ფრანგული აივანი. მეორე სართულზე მოწყობილია სტუდიოს ტიპის სამზარეულო_მისაღები, 2 საძინებელი, კაბინეტი, 1 სველი წერტილი, სათავსო და აივანი (5მ2). მესამე სართულზე განთავსებულია სტუდიოს ტიპის სამზარეულო_მისაღები, 1 საძინებელი, 1 სველი წერტილი და აივანი. მეოთხე სართულზე მოწყობილია ტერასა, სადაც ყველა საჭირო კომუნიკაციაა და განთავსებულია 1 სველი წერტილი. ტერასიდან იშლება ულამაზესი პანორამული ხედი ქალაქსა და მთაწმინდის პარკზე. სახლში დამონტაჟებულია ცენტრალური გათბობა და კონდენცირება. პარკინგის ადგილით, სათავსოთი და სარდაფით. ელექტრო კარით. ბინები აქტიურად ქირავდება უცხოელ ტურისტებსა (airbnb) და სამუშაოდ ჩამოსულ უცხოეთს მოქალაქეებზე გრძელვადიანი კონტრაქტებით და აქვს მაღალი შეფასებები. იდეალურია კომერციული თვალსაზრისით, გასაქირავებლად, ვინაიდან მდებარეობს ტურისტულად აქტიურ, მოთხოვნად ადგილზე. ეზოს ფართი: 50მ2. სახლი იყიდება ნაწილობრივი ავეჯითა და ტექნიკით. ფასი: 250 000 აშშ. დოლარი ეკვივალენტი ლარში. ტელ: 592 727220; 592 727247; (7729)
15 იანვ. 12:07