
აჩვენე შენი ქონების საუკეთესო მხარე
HOMESELFIE _ მომსახურება, რომელიც წარმოაჩენს შენი ქონების საუკეთესო მხარეს, გაძლევს საშუალებას გაყიდო, გააქირაო ან დააგირაო უფრო სწრაფად და ოპტიმალურ ფასად.
სერვისი
ისარგებლე MYHOME-ის ახალი მომსახურებით HOMESELFIE და აჩვენე შენი ქონების საუკეთესო მხარე. შეუკვეთე პროფესიონალური ფოტო-ვიდეო ტური და მიიღე შენი განცხადების ნამდვილობის დამადასტურებელი ნიშანი ჩვენს ვებგვერდზე. გახადე შენი განცხადება უფრო მიმზიდველი და მიიღე საუკეთესო შედეგი.

ფოტო - ვიდეო ტური
ჩვენი პროფესიონალი ფოტოგრაფი, შესაბამისი აღჭურვილობით, გეწვევა და გადაიღებს შენი ქონების ფოტო-ვიდეო ტურს, მოგცემს კვალიფიციურ რჩევებს, როგორ უნდა წარმოაჩინო შენი ქონების საუკეთესო მხარე.
დრონით გადაღება
ჩვენი პროფესიონალი ვიდეოგრაფი გეწვევა შესაბამისი აღჭურვილობით და გადაიღებს შენი ქონებას ფოტო-ვიდეო ტურს. დრონით გადაღება მოიცავს ქონებას, მისი მიმდებარე ტერიტორიის და მასთან მისასვლელი გზის სრულ ტურს.
საჩუქრად VIP სერვისები
HOMESELFIE-ით სარგებლობისას დასაჩუქრდები MYHOME-ის ფასიანი სერვისებით (VIP, VIP+ ან SUPER VIP და განახლება), რისი დახმარებითაც შენს ქონებას საშუალოდ 3-ჯერ მეტი ადამიანი გაეცნობა.
დადასტურება
MYHOME-ის წარმომადგენელი გადაამოწმებს განცხადებაში მითითებულ ინფორმაციას და საჭიროების შემთხვევაში განაახლებს მონაცემებს ვებგვერდზე. ქონების მიენიჭება სპეციალური დადასტურების ნიშანი, რაც შეთავაზებას გახდის უფრო სანდოს და მოგცემს საშუალებას, მიიღო საუკეთესო შედეგი.
შედარება
პაკეტები
საბაზისო
მითითებულია სააქციო ფასი
შეძენა- ვიზიტის შეთანხმება 2 სამუშაო დღეში
- 12 ფოტომდე (ქონების შესაბამისად)
- 5 დღე VIP
- ერთჯერადი განახლება
მაქსი
მითითებულია სააქციო ფასი
შეძენა- ვიზიტის შეთანხმება 2 სამუშაო დღეში
- 12 ფოტომდე (ქონების შესაბამისად)
- ვიდეო
- 3 დღე Super VIP
- 10 ავტ. განახლება
დრონით გადაღება
მითითებულია სააქციო ფასი
შეძენა- ვიზიტის შეთანხმება 2 სამუშაო დღეში
- 12 დამუშავებული აერო და შიდა ფოტო
- ობიექტისა და მიმდებარე ტერიტორიის ვიდეო ტური
- ობიექტამდე მისასვლელი გზების ვიდეო ტური
- 15 ავტ. განახლება
- 5 დღე Super VIP
- Facebook რეკლამა მიზნობრივ აუდიტორიაზე
ხშირად დასმული კითხვები
როგორ შევიძინო HOMESELFIE-ის მომსახურება?
სერვისის შეძენა შეგიძლია მოცემული გვერდიდან სასურველი პაკეტის “შეძენა” ღილაკზე დაჭერით, ახალი განცხადების დამატების ფორმიდან, ან უკვე დამატებული განცხადების შემთხვევაში, “ჩემი განცხადებების” გვერდიდან. მომსახურების ღირებულების გადახდა შეგიძლია MYHOME-ის ბალანსით.
რას ნიშნავს MYHOME-ის დადასტურების ნიშანი?
MYHOME-ის დადასტურების ნიშანი მიუთითებს, რომ შენ მიერ განთავსებული განცხადება გადამოწმებული და დაზუსტებულია ჩვენი გუნდის მიერ.
რა არის საჭირო ჩემი მხრიდან სერვისის მისაღებად?
სერვისის მისაღებად, შენი მხრიდან საჭიროა, მხოლოდ სურვილი და იმ უძრავი ქონების ფოტო-ვიდეო გადაღებისთვის მოწესრიგება, რომლის გაყიდვა, გაქირავება ან დაგირავებაც გსურს.
რამდენ ხანში და როდის მივიღებ მომსახურებას?
მომსახურების შეძენიდან 48 საათის განმავლობაში, ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშრდება და შეგითანხმებს ვიზიტის დროს. ფოტოგადაღება ხდება სამუშაო დღეების განმავლობაში, 10:00-დან 19:00-მდე.
რამდენ ხანს გრძელდება ფოტო-ვიდეო გადაღება?
გადაღების ხანგრძლივობა დამოკიდებულია უძრავი ქონების ტიპზე და შეადგენს საშუალოდ 1-2 საათს.
რა ღირს სერვისით სარგებლობა?
სერვისით სარგებლობის ფასი განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რა ბონუს პაკეტები გაგიაქტიურდებათ ფოტო-ვიდეო გადაღებასთან ერთად. ამჟამად, მოქმედებს სააქციო ფასი და სერვისის ღირებულება მერყეობს 20-40 ლარამდე.
ვებგვერდზე ატვირთვის გარდა, ხდება თუ არა ჩემი ქონების ფოტო-ვიდეო მასალის გამოგზავნა?
შენ მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, ჩვენი ფოტოგრაფი გამოგიგზავნის შენი ქონების სრულ ფოტო-ვიდეო ტურს, მასალაზე დატანილი იქნება MYHOME-ის ლოგო.
რა ტიპის უძრავი ქონებისთვის არის რეკომენდირებული დრონით გადაღების სერვისი?