გაცნობებთ, რომ გაერთიანდა My.ge - ის მფლობელობაში არსებული საიტების (MyAuto.ge, MyParts.ge, MyMarket.ge, MyHome.ge, MyJobs.ge, MyAds.ge) მომხმარებლების ბაზა, შედეგად, დღეიდან, ისარგებლებთ ერთი პროფილით, ერთი ავტორიზაციით და ერთი ბალანსით ყველა ჩამოთვლილ საიტზე.
  • ვებ გვერდის სერვისებით სრულყოფილად სარგებლობისათვის, აუცილებელია საიტზე დარეგისტრირება:
    • მთავარ გვერდზე დააჭირეთ ღილაკს რეგისტრაცია.
    • აირჩიეთ რეგისტრაციის ფორმა (ფიზიკური პირი, უძრავი ქონების სააგენტო, თუ სამშენებლო კომპანია).
    • გახსნილ გვერდზე შეავსეთ ყველა სავალდებულო ველი (სავალდებულო ველები აღნიშნულია _ x ნიშნით).
    • დააჭირეთ ღილაკს რეგისტრაცია.
  • რეგისტრაციის შემდეგ ჩვენი სერვისით სარგებლობისათვის, გაიარეთ ავტორიზაცია, ანუ შედით თქვენ მიერ შექმნილ მომხმარებლის პროფილში. ავტორიზაციის შემდეგ თქვენ უკვე შეგიძლიათ დაამატოთ თქვენი განცხადებები და ისარგებლოთ ჩვენი მომსახურებით.
  • გაიარეთ ავტორიზაცია და დააჭირეთ ღილაკს ჩემი გვერდი, თქვენ გადახვალთ თქვენს პირად გვერდზე, საიდანაც შეგიძილიათ მართოთ თქვენი ყველა განცხადება. განცხადების დამატებისთვის დააჭირეთ ღილაკს განცხადების დამატება, გახსნილ გვერდზე შეავსეთ ყველა სავალდებულო ველი (სავალდებულო ველები აღნიშნულია _ x ნიშნით).
  • პირველ რიგში, მონიშნეთ გარიტების ტიპი, უძრავი ქონების ტიპი და სტატუსი, შემდგომ, უძრავი ქონების მდებარეობა.
  • შესაძლებელია უძრავი ქონების მითითება რუკაზე, ეს მომხმარებელს ძიების პროცესს გაუადვილებს. ამისათვის, მდებარეობის მითითების შემდგომ, დააჭირეთ ღილაკს რუკაზე მონიშვნა, იპოვეთ თქვენი უძრავი ქონება რუკაზე და კონკრეტულად მასზე დააკლიკეთ მაუსი.
  • გაითვალისწინეთ, რომ განცხადების დამატების ფორმაში, საწყის ეტაპზე, მითითებულია, რომ უძრავ ქონებას არ გააჩნია დეტალური ინფორმაციის გარკვეული კომპონენტები (აივანი, ლოჯი, ბუნებრივი აირი და სხვა). თუკი თქვენს უძრავ ქონებას აქვს მოცემული მახასიათებლები, აუცილებელია შესაბამისი უჯრების მონიშვნა, რათა გამოჩნდეს განცხადებებში.
  • კომენტარი-ს განყოფილებაში შეგიძლიათ მიუთითოთ ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია თქვენი სარეალიზაციო ქონების შესახებ.
  • გაითველისწინეთ, რაც უფრო მეტ ინფორმაციას მიუთითებთ თქვენს განცხადებაში მით უფრო გაუადვილდება მისი მოძებნა სხვა მომხმარებელს და მით უფრო გაიზრდება თქვენი უძრავი ქონების რეალიზაციის შანსი.
  • სურათების დამატებისთვის დააჭირეთ ღილაკს სურათის დამატება და აირჩიეთ სურათ(ებ)ი თქვენი კომპიუტერიდან. აქვე შეგიძლიათ შეცდომით დამატებული სურათები წაშალოთ (სურათზე მაუსის მიტანის შემდგომ, დააჭირეთ ღილაკს x), ან თქვენთვის სასურველი სურათი მიუთითოთ განცხადების მთავარ სურათად (სურათზე მაუსის მიტანის შემდგომ, დააჭირეთ ღილაკს მთავარი სურათი) ყველა სასურველი ველის შეავსების შემდგომ დააჭირეთ ღილაკს დამატება.
  • განცხადების დამატების პროცედურის დასასრულებლად, აუცილებელია მისი აქტივაცია საკონტაქტო ნომერზე მოსული კოდის მეშვეობით (ნომრის დასადასტურება საჭიროა მხოლოდ ერთხელ, მისი პირველად დამატებისას). დამატება ღილაკზე დაჭერისთანავე, თქვენს მიერ მითითებულ ნომერზე MyHome.ge-ს ადმინისტრაციის მიერ იგზავნება მოკლე ტექსტური შეტყობინება (SMS) MyAdmin-ის სახელით, რომელშიც მითითებულია აქტივაციის კოდი. ამავდროულად, ვებ გვერდზე გამოჩნდება აქტივაციის კოდის ჩასაწერი გრაფა. მოცემულ გრაფაში შეიყვანეთ მიღებული აქტივაციის კოდი და დააკლიკეთ ღილაკს გააქტიურება. ამგვარად, თქვენი განცხადება გააქტიურდება და გამოჩნდება ჩვენს ვებ გვერდზე.
  • შენიშვნა: მოცემული პროცედურა აბსოლიტურად უფასოა და საჭიროა განცხადების დამატებისას თქვენ მიერ მითითებული ტელეფონის ნომრის სისწორის დასადასტურებლად.
  • ვებ გვერდზე განთავსებული განცხადებების ძებნა შეგიძლიათ დაიწყოთ მთავარი გვერდიდან საძიებო ბლოკის დახმარებით:
    • პირველ რიგში, ირჩევთ, თუ რომელი ტიპის უძრავ ქონებას ეძებთ (ბინები, სახლები და აგარაკები, კომერციული ფართები, მიწის ნაკვეთები, სასტუმროები);
    • შეგიძლიათ აირჩიოთ გარიგების ტიპი (იყიდება, გირავდება, ქირავდება, ქირავდება დღიურად), მდებარეობა და დამატებითი პარამეტრები რის შემდეგაც დააჭერთ ღილაკს ძებნა.
    • განცხადების ძიების ალტერნატიული გზა - განცხადების მოძებნა ID ნომრის, ან მფლობელის ტელეფონის ნომრის საშუალებით: ამისათვის შეიყვანეთ თქვენთვის ნაცნობი ტექსტი/ნომერი ძებნის ველში ID ან ტელეფონი და დააჭირეთ ღილაკს ძებნა;
  • ძებნა ღილაკზე დაჭერის შემდგომ, გაიხსნება ფანჯარა, სადაც განცხადებები გაფილტრული იქნება თქვენ მიერ მითითებული მახასიათებლების მიხედვით. მიღებული ძიების შედეგები, დამატებით, შეგიძლიათ გაფილტროთ ფანჯრის მარცხენა მხარეს განთავსებული მახასიათებლების მიხედვით:
    • გვერდის მარცხენა ნაწილში არსებული ფილტრში უთითებთ თქვენთვის საინტერესო პარამეტრებს და/ან მონიშნავთ შესაბამისი მახასიათებლების უჯრებს და აჭერთ ღილაკს ძებნა;
    • განცხადების ძიება მის სათაურში ან აღწერაში გამოყენებული ტექსტის ფრაგმენტის საშუალებით: შეიყვანეთ თქვენთვის ნაცნობი ტექსტი ძებნის ველში (ფილტრის მარცხენა ქვედა ნაწილში) და დააჭირეთ ღილაკს ძებნა;
    • თუკი რომელიმე პარამეტრის მიხედვით აღარ გსურთ განცხადებების გაფილტვრა, მარტივად მოაცილებთ ამ პარამეტრს, მის დასახელებასთან არსებულ x ღილაკზე დაჭერით.
  • საიტის პირველ გვერდზე მუდმივად ჩანს Super VIP განცხადებები.
  • განცხადებების ძებნის დროს შესაბამისი კატეგორიის მითითების შემთხვევაში ჯერ ჩანს Super Vip განცხადება, შემდეგ VIP+ განცხადებები, შემდეგ VIP განცხადებები, ხოლო შემდეგ მოდის განცხადებები ქრონოლოგიის მიხედვით.
  • მორიგეობით 6 Super VIP განცხადება მუდმივად ჩანს MyAuto.ge - ს მთავარ გვერდზე.
  • განცხადების Super VIP კატეგორიაში დასამატებლად, წინასწარ უნდა გქონდეთ ბალანსი შევსებული შესაბამისი ოდენობის თანხით.
  • ავტორიზაციის შემდგომ, დააჭირეთ ღილაკს ჩემი გვერდი. მიიტანეთ მაუსი თქვენთვის სასურველი განცხადების მარჯვენა ნაწილში, გამოჩნდება მენიუ. დააკლიკეთ ღილაკს Supr VIP - ში გადაყვანა, აირჩიეთ ბალანსით გადახდა, მონიშნეთ ციფრი, რამდენი დღითაც გსურთ განცხადების Super VIP კატეგორიაში დამატება და დააჭირეთ ღილაკს დამატება. მითითებული დღეების შესაბამისი ოდენობის თანხა ავტომატურად ჩამოიჭრება თქვენი ბალანსიდან და განცხადება ამ ხნის განმავლობაში იქნება Super VIP განყოფილებაში.
  • საიტის ბალანსის მეშვეობით განცხადების Super VIP განყოფილებაში დამატების ღირებულებაა 24 საათის განმავლობაში - 7 ლარი.
  • 10 შემთხვევითი VIP+ განცხადება ყოველთვის ჩანს საიტის მთავარ გვერდზე.
  • განცხადებების ძებნის დროს შესაბამისი კატეგორიის მითითების შემთხვევაში ჯერ ჩანს Super Vip განცხადება, შემდეგ VIP+ განცხადებები, შემდეგ VIP განცხადებები, ხოლო შემდეგ მოდის განცხადებები ქრონოლოგიის მიხედვით.
  • განცხადების VIP+ კატეგორიაში დასამატებლად, წინასწარ უნდა გქონდეთ ბალანსი შევსებული შესაბამისი ოდენობის თანხით.
  • ავტორიზაციის შემდგომ, დააჭირეთ ღილაკს ჩემი გვერდი. მიიტანეთ მაუსი თქვენთვის სასურველი განცხადების მარჯვენა ნაწილში, გამოჩნდება მენიუ. დააკლიკეთ ღილაკს VIP+ _ ში გადაყვანა, აირჩიეთ ბალანსით გადახდა, მონიშნეთ ციფრი, რამდენი დღითაც გსურთ განცხადების VIP+ კატეგორიაში დამატება და დააჭირეთ ღილაკს დამატება. მითითებული დღეების შესაბამისი ოდენობის თანხა ავტომატურად ჩამოიჭრება თქვენი ბალანსიდან და განცხადება ამ ხნის განმავლობაში იქნება VIP+ განყოფილებაში.
  • საიტის ბალანსის მეშვეობით განცხადების VIP+ განყოფილებაში დამატების ღირებულებაა 24 საათის განმავლობაში - 2 ლარი.
  • განცხადებების ძებნის დროს შესაბამისი კატეგორიის მითითების შემთხვევაში ჯერ ჩანს Super Vip განცხადება, შემდეგ VIP+ განცხადებები, შემდეგ VIP განცხადებები, ხოლო შემდეგ მოდის განცხადებები ქრონოლოგიის მიხედვით.
  • მორიგეობით 6 Super VIP განცხადება მუდმივად ჩანს MyAuto.ge - ს მთავარ გვერდზე.
  • არსებობს განცხადების VIP კატეგორიაში დამატების ორი გზა, გადახდის მეთოდის შესაბამისად:
    • განცხადების VIP კატეგორიაში დამატება საიტის ბალანსის მეშვეობით:
      • განცხადების VIP კატეგორიაში დასამატებლად, პირველ რიგში, საჭიროა ბალანსი შევსებული გქონდეთ შესაბამისი ოდენობის თანხით.
      • ავტორიზაციის შემდგომ, დააჭირეთ ღილაკს ჩემი გვერდი. მიიტანეთ მაუსი თქვენთვის სასურველი განცხადების მარჯვენა ნაწილში, გამოჩნდება მენიუ. დააკლიკეთ ღილაკს VIP - ში გადაყვანა, აირჩიეთ ბალანსით გადახდა, მონიშნეთ ციფრი, რამდენი დღითაც გსურთ განცხადების VIP კატეგორიაში დამატება და დააჭირეთ ღილაკს დამატება. მითითებული დღეების შესაბამისი ოდენობის თანხა ავტომატურად ჩამოიჭრება თქვენი ბალანსიდან და განცხადება ამ ხნის განმავლობაში იქნება VIP განყოფილებაში.
      • საიტის ბალანსის მეშვეობით განცხადების VIPგანყოფილებაში დამატების ღირებულებაა 24 საათის განმავლობაში - 1 ლარი.
    • განცხადების VIPკატეგორიაში დამატება მობილური ტელეფონიდან გაგზავნილი sms შეტყობინების მეშვეობით:
      • ავტორიზაციის შემდგომ, დააჭირეთ ღილაკს ჩემი გვერდი. მიიტანეთ მაუსი თქვენთვის სასურველი განცხადების მარჯვენა ნაწილში, გამოჩნდება მენიუ. დააკლიკეთ ღილაკს VIP - ში გადაყვანა, აირჩიეთ SMS-ით გადახდა, მონიშნეთ ციფრი, რამდენი დღითაც გსურთ განცხადების VIP კატეგორიაში დამატება და დააჭირეთ ღილაკს გასაგზავნი ტექსტი. გამოვა ფანჯარა, სადაც იქნება ნომერი, გააგზავნეთ SMS-ი მოცემულ ნომერზე 93099 (მაგთი, ჯეოსელი) ქვემოთ მოცემული ტექსტით: mh "თქვენი განცხადების ID" (მობილურის ბალანსზე უნდა გერიცხებოდეთ შესაბამისი ოდენობის თანხა);
      • მაგალითად თუ თქვენი განცხადების ID ნომერია 1234567 მაშინ sms - ის ტექსტში ჩაწერეთ მხოლოდ: mh1234567
      • SMS - ის საშუალებით განცხადების VIP კატეგორიაში დამატების ღირებულებაა 2 ლარი 24 საათის განმავლობაში;
      • მოცემული sms - ის გაგზავნის შემთხვევაში, თუკი განცხადება უკვე VIP განყოფილებაშია მაშინ მისი პერიოდი გახანგძლივდება თქვენ მიერ მითითებული დღეების რაოდენობით.
      • შენიშვნა: გთხოვთ, SMS გამოაგზავნოთ, მითითებული ინსტრუქციის მიხედვით. არასწორი SMS -ის გამოგზავნის შემთხვევაში, ანგარიშიდან თანხა მაინც ჩამოიჭრება ავტომატურად, თუმცა, შედეგად, განცხადება ვერ გადავა VIP განყოფილებაში!
  • ძებნის შედეგებში შესაბამისი კატეგორიის განცხადებები ჩანს შემდეგი თანმიმდევრობით: პირველი გამოდის Super VIP განცხადებები, შემდეგ VIP, ხოლო შემდეგ ყველა განცხადება განთავსების ქრონოლოგიის მიხედვით.
  • ახალი დამატებული განცხადებები ჩანს ძველ განცხადებებზე წინ, ხოლო ბოლო ვადის გასვლის შემდეგ ავტომატურად იშლება.
  • იმ შემთხვევაში თუ გსურთ რომ თქვენი განცხადების დადების თარიღი შეიცვალოს განახლების დღის თარიღით და იგი გადავიდეს პირველ გვერდზე(ქრონოლოგიის მიხედვით), ან ბოლო ვადის გასვლამდე ვერ მოახერხეთ თქვენი ნივთის გაყიდვა და გსურთ განცხადება არ წაიშალოს, შეგიძლიათ მისი განახლება.
  • შეგიძლიათ ისარგებლოთ ორი სახის განახლების სერვისით:
    • ფასიანი განახლება - განახლებას შესაძლებელია ნებისმიერ დროს. ფასიანი განახლების შესაძენად, ბალანსი უნდა გქონდეთ შევსებული შესაბამისი ოდენობის თანხით. პირველ რიგში დააჭირეთ ღილაკს ჩემი გვერდი, მიიტანეთ მაუსი სასურველი განცხადების მარჯვენა ნაწილში, გამოჩნდება მენიუ. დააჭირეთ ღილაკს განახლება, გახსნილ ფანჯარაში აირჩიეთ ფასიანი განახლება, შემდგომ დააკლიკეთ ღილაკს განახლება და დაადასტურეთ თქვენი მოთხოვნა გახსნილ ფანჯარაზე ok ღილაკზე დაჭერით. ამით თქვენი განცხადება განახლებულია. ფასიანი განახლების ღირებულებაა 0.20 ლარი.
    • ავტომატური განახლება - ფუნქციის შეძენის შემთხვევაში განახლება ხდება სისტემის მიერ ავტომატურად, ყოველ 24 საათში ერთხელ, კონკრეტულად თქვენ მიერ მითითებულ დროს. ავტომატური განახლების შესაძენად, ბალანსი უნდა გქონდეთ შევსებული შესაბამისი ოდენობის თანხით. პირველ რიგში დააჭირეთ ღილაკს ჩემი გვერდი, მიიტანეთ მაუსი სასურველი განცხადების მარჯვენა ნაწილში, გამოჩნდება მენიუ. დააჭირეთ ღილაკს განახლება, გახსნილ ფანჯარაში აირჩიეთ ავტომატური განახლება, შემდგომ დააკლიკეთ ღილაკს ავტომატური განახლების შეძენა. აირჩიეთ ავტომატური განახლების დღეების რაოდენობა და განახლების დრო და დაადასტურეთ თქვენი მოთხოვნა შეძენა ღილაკზე დაჭერით. ამით ავტომატური განახლების ფუნქცია შეძენილია თქვენ მიერ მითითებული დღეების განმავლობაში. ავტომატური განახლების ღირებულებაა დღეში 0.25 ლარი.
  • ბალანსის შევსება სწრაფი გადახდის აპარატების საშუალებით:
    ბალანსის შესავსებად დაგჭირდებათ თქვენი მომხმარებლის სახელი ან მომხმარებლის ID ნომერი (მითითებულია ჩემ გვერდზე) და სწრაფი ჩარიცხვის აპარატი (Paybox, Express pay ან i Pay).  ჩარიცხვის პროცესი შესაბამის სწრაფი ჩარიცხვის აპარატში შემდეგნაირია:  
    • Paybox >> სხვადასხვა >> MyHome.ge/ან MyMarket.ge>> ჩაწერთ მომხმარებლის სახელს (რომლითაც გადიხართ ავტორიზაციას საიტზე) ან მომხმარებლის ID ნომერს და ჩარიცხავთ თანხას;
    • Express Pay >> სხვა გადასახდელები >> MyHome.ge/ან MyMarket.ge >> ჩაწერთ მომხმარებლის სახელს (რომლითაც გადიხართ ავტორიზაციას საიტზე) ან მომხმარებლის ID ნომერს და ჩარიცხავთ თანხას;
    • i Pay >> სხვა გადასახდელები >> MyHome.ge/ან MyMarket.ge >> ჩაწერთ მომხმარებლის სახელს (რომლითაც გადიხართ ავტორიზაციას საიტზე) ან მომხმარებლის ID ნომერს და ჩარიცხავთ თანხას. 
  • ჩარიცხული თანხა მომენტალურად აისახება ვებ გვერდზე, თქვენს ანგარიშზე.

  • 2. ბალანსის შევსება პლასტიკური ბარათის საშუალებით:
    ანგარიშის შევსება ხდება VISA/Mastercard პლასტიკური ბარათის საშუალებით, თქვენ მიერ გადმორიცხული თანხა ჩაირიცხება თქვენი მომხმარებლის ბალანსზე. 
    • პლასტიკური ბარათით ანგარიშის შესასვებად დააჭირეთ ამ ბმულს. შეიყვანეთ სასურველი თანხის ოდენობა და გააგრძელეთ თქვენი პლასტიკური ბარათის მონაცემების შევსებით, დაადასტურეთ ოპერაცია. ჩარიცხული თანხა მომენტალურად აისახება თქვენ ბალანსზე.

  • 3. ბალანსის შევსება ონლაინ გადახდის სისტემებით.
    www.paybox.ge სისტემით ბალანსის შესავსებად, გადადით ლინკზე  ჩაწერეთ მომხმარებლის სახელი ან მომხმარებლის ID ნომერი და ჩარიცხეთ თანხა

  • 4. ბალანსის შევსება თქვენი საბანკო ანგარიშიდან კომპანიის ანგარიშზე თანხის გადმორიცხვით (ეს მეთოდი რეკომენდირებულია იმ ორგანიზაციებისათვის, რომლებსაც სურთ დღგ-ის ფაქტურის მიღება და myhome.ge საიტზე დახარჯული თანხების ხარჯებში გატარება):
    • საბანკო გადმორიცხვით ბალანსის შესავსებად, მოგვწერეთ კონტაქტის ფორმის საშუალებით, ან ელ ფოსტაზე myhome@my.ge , მიუთითეთ თქვენი კომპანიის რეკვიზიტები (დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი), თქვენი ელ. ფოსტა (მომხმარებლის სახელი) და თქვენთვის სასურველი თანხის ოდენობა. ჩვენი წარმომადგენელი მითითებულ ელ. ფოსტაზე გადმოგიგზავნით ინვოისს. ამგვარად, გადმორიცხავთ თანხას უშუალოდ თქვენი კომპანიის ანგარიშიდან შპს"მაი.ჯი"-ს ანგარიშზე. გადმორიცხული თანხა აისახება თქვენი ვებ. გვერდის ბალანსზე და ისარგებლებთ საიტის სერვისებით, ასევე, შეძლებთ myhome.ge საიტზე დახარჯული თანხების ხარჯებში გატარებას (დღგ-ის ფაქტურის მიღება).
  • Facebook -ზე განცხადების განთავსების სერვისი გულისხმობს, რომ თქვენი განცხადება პოსტის სახით დაიდება MyHome.Ge -ს Facebook გვერდზე, რომელსაც აქვს 80 ათასზე მეტი მოწონება. გვერდზე განთავსებული თითოეული განცხადება, მოკლე პერიოდში გამოუჩნდება საშუალოდ ორი ათას მომხმარებელს. 
  • MyHome.Ge -ს ოფიციალური Facebook გვერდი იხილეთ ბმულზე:

    https://www.facebook.com/MyHome.My.Ge

  • Facebook გვერდზე განცხადების განთავსების სერვისის შეძენის შემთხვევაში, თქვენი განცხადება MyHome.Ge- ს ოფიციალურ Facebook გვერდზე დაიდება, სერვისის შეძენიდან საშუალოდ 1 სამუშაო დღის განმავლობაში.
    • სერვისის არასამუშაო საათებში შეძენისას, განცხადება განთავსდება მომდევნო სამუშაო დღეს.
    • ერთი განცხადება, ასევე უნიკალური მომხმარებლის მიერ შეძენილი, მსგავსი შინაარსის მქონე განცხადებები 48 საათის განმავლობაში შეიძლება Facebook გვერდზე განთავსდეს მხოლოდ ერთხელ.
    • განცხადება რომელიც არღვევს საიტის მოხმარების წესებს, არ განთავსდება Facebook გვერდზე და მოხდება მისი ვებ გვერდიდან წაშლა. ასეთ შემთხვევაში, სერვისში გადახდილი თანხა უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება. 
    • სერვისის ღირებულება შეადგენს 2 ლარს და გულიხმობს განცხადების ერთჯერადად განთავსებას MyHome.Ge - ს ოფიციალურ Facebook გვერდზე.