საიტზე დარეგისტრირება შეგიძლია სამი სხვადასხვა გზით:
რეგისტრაციის შემდეგ, შენ მიერ მითითებულ ელფოსტაზე მიიღებ პროფილის აქტივაციის ბმულს, რომელზე დაჭერითაც შეძლებ პირადი ანგარიშის გააქტიურებას და ისარგებლებ MYHOME-ს მომსახურებით.
არსებობს VIP კატეგორიაში დამატების ორი გზა, გადახდის მეთოდის შესაბამისად:
1. განცხადების VIP კატეგორიაში დასამატებლად, წინასწარ შეავსე ბალანსი შესაბამისი ოდენობის თანხით.
ბლოკში “ჩემი გვერდი”, აირჩიე სასურველი განცხადება და დააჭირე ღილაკს VIP-ში გადაყვანა. მიუთითე სასურველი დღეების რაოდენობა, რამდენიც ხანიც გსურს, რომ განცხადება VIP განყოფილებაში განთავსდეს. ღირებულება ავტომატურად ჩამოგეჭრება ბალანსიდან. განცხადების VIP განყოფილებაში დამატების ღირებულება 1-დან 16 დღის ჩათვლით თითოეულ დღეზე 1.50 ლარია. ხოლო 17-დან 30 დღის ჩათვლით - 2.45 ლარი.
2. განცხადების VIP კატეგორიაში დამატება მობილური ტელეფონიდან გაგზავნილი SMS შეტყობინების მეშვეობით:
“ჩემი გვერდის” განყოფილებაში მონიშნე სასურველი განცხადება, დააჭირე ღილაკს VIP-ში გადაყვანა და აირჩიე SMS-ით გადახდა. მიუთითე სასურველი დღეების რაოდენობა, რამდენი ხანიც გსურს, რომ განცხადება VIP განყოფილებაში განთავსდეს და დააჭირე ღილაკს “გასაგზავნი ტექსტი”. გაიხსნება ფანჯარა, სადაც იქნება მითითებული ნომერი (93099), რომელზეც უნდა გააგზავნო ტექსტი: mh და შენი განცხადების ID. SMS-ის საშუალებით განცხადების VIP კატეგორიაში დამატების ღირებულება 24 საათის განმავლობაში 2 ლარია.
აუცილებელია, რომ SMS მითითებული ინსტრუქციის მიხედვით იყოს გამოგზავნილი, რადგან არასწორი SMS-ის გამოგზავნის შემთხვევაში, ანგარიშიდან თანხა ავტომატურად ჩამოიჭრება, თუმცა, განცხადება VIP განყოფილებაში ვერ გადავა.
განცხადებების ძებნის დროს, შესაბამისი კატეგორიის მითითების შემთხვევაში პირველ რიგში ჩანს Super Vip განცხადება → VIP+ → VIP განცხადებები, ხოლო ბოლოს მოდის განცხადებები ქრონოლოგიის მიხედვით.
თუ გსურს შენი განცხადების განთავსების თარიღი განახლდეს მიმდინარე დროზე, ძებნაში გადმოინაცვლოს სტანდარტულ განცხადებებზე წინ და გადაიწიოს მისი წაშლის ვადაც, შეგიძლია ისარგებლო ერთჯერადი ან ავტომატური განახლებით.
MYHOME-ზე გვაქვს ორი სახის განახლება:
ფასიანი განახლება - საჭიროა ბალანსი შევსებული გქონდეს შესაბამისი ოდენობის თანხით. გადადი განყოფილებაში “ჩემი გვერდი” აირჩიე სასურველი განცხადება, დააჭირე ღილაკს “განახლება” და დაადასტურე შენი მოთხოვნა ok ღილაკზე დაჭერით. ფასიანი განახლების ღირებულებაა 0.20 ლარი.
ავტომატური განახლება - ფუნქციის შეძენის შემთხვევაში განახლება ხდება სისტემის მიერ ავტომატურად, ყოველ 24 საათში ერთხელ, კონკრეტულად შენ მიერ მითითებულ დროს. ავტომატური განახლების შესაძენად, ბალანსი შევსებული უნდა გქონდეს შესაბამისი ოდენობის თანხით. პირველ რიგში, გადადი განყოფილებაში “ჩემი გვერდი”, აირჩიე სასურველი განცხადება და დააჭირე ღილაკს “ავტომატური განახლების შეძენა”. აირჩიე დღეების რაოდენობა, განახლების დრო და დაადასტურე შენი მოთხოვნა “შეძენა” ღილაკზე დაჭერით. ავტომატური განახლების ღირებულება დღეში 0.25 ლარია.
ახალი დამატებული განცხადებები ძველ განცხადებებზე წინ ჩანს. განცხადების ვადის გასვლამდე 3 დღით ადრე, მეილზე მიიღებ შემახსენებელ შეტყობინებას, 3 დღის შემდეგ კი ავტომატურად წაიშლება.
ბალანსის შევსება შეგიძლია რამდენიმე გზით:
1. სწრაფი გადახდის აპარატების საშუალებით (Paybox, Express Pay ან i Pay):
ბალანსის შესავსებად დაგჭირდება მომხმარებლის სახელი ან ID ნომერი, რომელიც მითითებულია განყოფილებაში “ჩემი გვერდი”.
ჩარიცხვის პროცესი შესაბამის სწრაფი ჩარიცხვის აპარატში შემდეგნაირია:
ჩარიცხული თანხა მომენტალურად აისახება ვებგვერდის შენ ანგარიშზე.
2. ბალანსის შევსება პლასტიკური ბარათის საშუალებით:
3. ბალანსის შევსება ონლაინ გადახდის სისტემებით.
4. ბალანსის შევსება კომპანიის ანგარიშზე თანხის გადმორიცხვით.
პირველ რიგში, დარეგისტრირდი ვებგვერდზე, როგორც პიზიკური პირი.
თუკი უკვე ხარ დარეგისტრირებული, დააჭირე ღილაკს “ჩემი გვერდი”, შემდეგ, “კომპანიაზე მიბმა”, ბოლოს კი - “კომპანიის დამატებას”.
აირჩიე კომპანიის ტიპი:
სრულად შეავსე ყველა ველი და დააჭირე ღილაკს დამატება. ჩვენი მხრიდან ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ, შენი კომპანია დაემატება ჩვენს ვებგვერდზე.
როგორ დავემატო აგენტად?
როგორ დავამატო აგენტი?
შენს ძიებაზე არ მოიძებნა პასუხი. გთხოვ მოგვწერო პრობლემის შესახებ
შენი წერილი წარმატებით გაიგზავნა