Universal commercial area for rent in foti

Universal commercial area for rent in foti

8ID: 25902141
ფარნავაზ მეფის ქ.
1,500
58 m²
Area
2
Rooms
1 / 5
Floor

Short description

ქირავდება კომერციული ფართი ფოთის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ლოკაციაზე - ფარნავაზ მეფის ქუჩაზე.

თუ თქვენი ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია ცენტრალური მდებარეობა, მარტივად შესამჩნევი მისამართი და სივრცე, რომლის მორგებაც სხვადასხვა საქმიანობაზეა შესაძლებელი, ეს ფართი ნამდვილად საინტერესო ვარიანტია.

ფართს აქვს ორი დამოუკიდებელი შესასვლელი - ერთი პირდაპირ ფარნავაზ მეფის ქუჩიდან, ხოლო მეორე ეზოს მხრიდან, სადარბაზოს გავლით. ქუჩის მხრიდან გაკეთებულია ახალი შესასვლელი, საიდანაც ადიხართ მაღალ პირველ სართულზე. ბინაში უზრუნველყოფილია ცხელი და ცივი წყალი, დამონტაჟებულია გაზის გამათბობელი, ხოლო სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია კონდიციონერის დამონტაჟებაც. ბინას აქვს მეტალო-პლასტმასის შესასვლელი კარი და ფანჯრები, ხოლო შიდა კარები დამზადებულია ხისგან.

სივრცე მოიცავს 2 ოთახს, ცალკე სამზარეულოს და 1 სველ წერტილს. დამატებით, ფართს აქვს სარდაფი და გარაჟი, რაც კომერციული საქმიანობისთვის კიდევ უფრო პრაქტიკულს ხდის.

ფართის გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის:
სილამაზის სალონი / სპა, კოსმეტოლოგიური კაბინეტი, მაღაზია, სასწავლო ცენტრი, ოფისი, ტურისტული სააგენტო, ყვავილების ან საჩუქრების მაღაზია, სერვისცენტრი, მომსახურების ოფისი და სხვა. ობიექტთან ახლოს არის ავტობუსის/სამარშუტო ტაქსის გაჩერება, ბაზარი, ქსელური მარკეტები, მიკრო საფინანსო ორგანიზაციები, ბანკები, ტანსაცმლის მაღაზიები, სალონები.

მისამართი: ფარნავაზ მეფის ქუჩა, ფოთი
ფართობი: 57 კვ.მ
ქირა: 1 500 ლარი
ტელ.: 598 345 008

Addition parameters

Status
Universal
Condition
Newly renovated
Type of project
Non-standard
Owner logo
თამუნა
Agent
All statements (110)
თამუნა
Agent

If the information in the listing is incorrect, file a report