Trade commercial area for rent in didube

Trade commercial area for rent in didube

390ID: 22732510
Vakhushti Bagrationi Street 16
4,439
Top Price
392.25 m²
Area
10+
Rooms
1 / 3
Floor

Short description

თუ გსურთ საბურთალოსა და დიდუბის გზაგასაყარზე, მეტრო "წერეთელთან" და ელიავას ბაზრობასთან ძალიან ახლოს თქვენი სავაჭრო ობიექტის გახსნა, სააკაძის დაღმართის შემდეგ, საბურთალოს (ვახუშტი ბაგრატიონის) ხიდის ბოლოს, ვახუშტი ბაგრატიონის ქ. #16-ში (მარცხენა მხარეს პირველივე ეზოში, ზუსტად საავტომობილო გზის პირას) ძალიან ხელმისაწვდომ ფასად და აბსოლუტურად ხელსაყრელი პირობებით ქირავდება ორსართულიანი შენობა (62,59 კვ.მ. - ისტორიულად მაღაზიებად გამოყენებული ორი კომერციული ფართობი პირველ სართულზე, 121,43 კვ.მ. საცხოვრებელი ფართობი მეორე სართულზე და 138 კვ.მ. სხვენში, როგორც ერთად, ისე ცალ-ცალკე) უამრავი დამხმარე სათავსოთი (მათ შორის: ცალკე მდგომი ერთსართულიანი სახლით, საკუჭნაოებით, სარდაფებით, გადახურული გარაჟით) და 303 კვ.მ. მიწის ნაკვეთით ეზოში.

ზემოთ აღწერილი უძრავი ქონება სრულად ერთი პირის (ჩემი მარწმუნებლის) საკუთრებაა და ვფიქრობთ, რომ ის ზედგამოჭრილი და ძალიან ხელსაყრელი იქნება თქვენი ბიზნესის კიდევ უფრო მეტად განსავითარებლად და გასაფართოვებლად (ორსართულიანი სავაჭრო ობიექტის ან პირველ სართულზე მაღაზიის, სუპერმარკეტის ან აფთიაქის ან/და მეორე სართულზე ან/და სხვენზე ოფისის ან/და საწყობის მოსაწყობად).

საგულისხმოა, რომ ეს კომერციული ფართ(ობ)ი მდებარეობს იდეალურ ადგილას, ქალაქის ცენტრში, მჭიდროდ დასახლებულ და სავაჭრო ობიექტებით დატვირთულ უბანში რაც უზრუნველყოფს მარტივ წვდომას და მაღალ ტრაფიკს, შესაბამისად ის შესანიშნავია სავაჭრო საქმიანობისთვის, თუმცა ეს არ გამორიცხავს ამ უძრავი ნივთ(ებ)ის გამოყენებას ოფისად, საწყობად, წარმოების ადგილად, მომსახურების პუნქტად, სასტუმროდ, ჰოსტელად, მოტელად ან თუნდაც საცხოვრებელ ბინ(ებ)ად.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, მომწეროთ ელფოსტის მისამართზე [email protected] ან ვაიბერით, ვოთსეფით, მესინჯერით, სიგნალით, ტელეგრამით ან/და დამირეკოთ ტელეფონის ნომერზე 599458858.

მოუთმენლად ველით თქვენს გამოხმაურებას და ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობას.

პატივისცემითა და საუკეთესო სურვილებით,

მესაკუთრის წარმომადგენელი

Addition parameters

Status
Trade
Condition
Repairing
Type of project
Italian
Bathrooms
3+
Balcony
4/20
ამირანი
Agent
All statements (4)
ამირანი
Agent

If the information in the listing is incorrect, file a report

Value scale

The position on the value scale is determined based on the price of real estate with similar parameters on this website

4,439 ₾

Top Price

Good Price

Middle Price

Mid-high Price

High Price