იყიდება მოქმედი წებოსა და ცემენტის ნარევების საწარმო ნატახტარში.
მიწის ნაკვეთის საერთო ფართობია 8300 კვ.მ.
მიწის სტატუსი არის არასასოფლო-სამეურნეო, ამიტომ ობიექტის შეძენა უცხო ქვეყნის მოქალაქეებსაც შეუძლიათ.
ტერიტორიაზე განთავსებულია:
* საწარმოს შენობა — 2100 კვ.მ;
* ცალკე საოფისე შენობა — 381 კვ.მ.
საწარმო სრულად ფუნქციონირებს და მზად არის ექსპლუატაციის გასაგრძელებლად.
საწარმო მუშაობს ბუნებრივ აირზე. ობიექტს მიერთებული აქვს მაღალი ძაბვის ელექტროენერგია, რაც უზრუნველყოფს საწარმოო დანადგარების სტაბილურ მუშაობას.
ქარხნის ღირებულება მოიცავს დღგ-ს.
ბიზნესის გაფართოების დამატებითი შესაძლებლობა:
ეს მიწის ნაკვეთი იდეალურია საწარმოო სიმძლავრეების გაფართოებისთვის, დამატებითი საწყობების, ლოჯისტიკური ცენტრის ან ახალი საწარმოო კომპლექსის ასაშენებლად.