იყიდება სამსართულიანი სახლი ქალაქ მცხეთაში, ულამაზესი ხედებით მტკვარზე და ხეობაზე, აღმაშენებლის ქუჩაზე,
სახლი ახალი გარემონტებულია, სახურავი, გაყვანილობები, კარფანჯრები ყველგან გამოცვლილია. ფართი 240 კვ.მ. დგას ვიდეოკამერები.
სახლში არის 9 ოთახი, 6 საძინებელი, სამი სველი წერტილი და ერთი - ეზოში, ორი სამზარეულო, 4 აივანი.
პირველი სართული ახალი გარემონტებული, უცხოვრებელი - მისაღები სამზარეულო-სტუდიო, საძინებელი, სველი წერტილი, ორი სათავსო. 2 აივანი. დამოუკიდებელი. შესაძლებელია ცალკე გაქირავება.
მესამე სართული-მაღალი მანსარდა - ჰოლი, 3 საძინებელი (ორს აქვს გარდერობის სივრცეები), აივანი, სველი წერტილი.
ახალი აშენებული და სრულად გარემონტებული.
მეორე სართული- ორი საძინებელი გარდერობის სივრცეებით, კიდევ ორი პატარა ოთახი, ჰოლი, გამოყოფილი სამზარეულო - ყველაფერი გარემონტებულია, დარჩენილია სველ წერტილში კაფელი და იატაკის ციკლოვკა. დიდი აივნით ხედებით მთებსა და ხეობაზე.
მეორე-მესამე სართულს აქვს დამოუკიდებელი შესასვლელიც და შიდა კიბეც.
ეზო 570 კვ.მ. ტერასული.
ავტოსადგომი.
ეზოში არის ცალკე მდგომი შენობა 10 კვ. ახალი გადახურვით.
არის თონე ასევე გადახურული ღია სივრცით. ქვევრები