იყიდება საბურთალოზე, პეკინის ქუჩის ცენტრში, ძალიან კარგ და მოსახერხებელ ადგილას, 5-სართულიან შენობაში, მე-5 სართულზე მდებარე დუპლექსის ტიპის ბინა.
საერთო რეგისტრირებული ფართობია 176 მ² (ქვედა სართული — 105.04 მ², ზედა სართული — 70.96 მ²). ორი სართული ერთმანეთთან დაკავშირებულია შიდა კიბით.
რეგისტრირებული ფართობის გარდა, ბინას აქვს საგარდერობო ოთახი და სამი სათავსო, რომელთა ჯამური ფართობი 30 მ²-ია.
ბინა შედგება 9 ოთახისა და 3 სველი წერტილისგან. ზედა სართული წარმოადგენს შედარებით ახალ, მაღალჭერიან მანსარდას, სადაც განთავსებულია 3 ოთახი, სველი წერტილი და ბუხარი. ქვედა სართულზე მდებარეობს კიდევ ორი სველი წერტილი.
დიდი ფართობი, ოთახების რაოდენობა და ორ სართულზე განლაგება სივრცის მრავალგვარად გამოყენების შესაძლებლობას იძლევა. ბინა საინტერესოა როგორც ოჯახის საცხოვრებლად, ასევე საინვესტიციოდ — ოფისის, სტუდიის ან მცირე საოჯახო სასტუმროს მოსაწყობად.
ბინა საჭიროებს განახლებას/რემონტს, რაც ახალ მფლობელს საშუალებას აძლევს სივრცე საკუთარი საჭიროებისა და გემოვნების შესაბამისად მოაწყოს.
კორპუსში კიბის უჯრედი ღია ტიპისაა. ლიფტი არ არის.