კოჯორში, ცენტრში გიორგი კაჭახიძის ქუჩაზე მინიმუმ ერთი წლით ქირავდება კერძო სახლი. სახლი არის მთლიანად ტყეში ჩაფლული. წინ ესაზღვრება ნაძვების სკვერი, ხოლო უკანა მხარე მთლიანად მოცულია ფართოფოთლებიანი ტყით. სახლში არის 5 საძინებლი, ერთი Master Bedroom, თავისი ვერანდით, დიდი მისაღები ორდონიანი ოთახი, ანტრესოლი და მანსარდი. სახლს აქვს დიდი ვერანდები ყველა სართულზე. სახლის ბოლო სართულიდან არის სრული პანორამული ხედი მთელს თბილისზე. სახლში არის ორი ბუხარი, ერთი მისაღებ ოთახში, ხოლო მეორე ვერანდაზე. დაგხვდებათ ყველანაირი ავეჯი, ტექნიკა. სახლი აყვანილია 24 საათიან დაცვის სისტემაზე. ქირავდება მინიმუმ ერთი წლით! სახლი თავისუფალია 10 სექტემბრიდან.