ქირავდება კერძო სახლი ბობოყვათში, ლეონიძის ქუჩაზე, ზღვიდან სულ რაღაც 15 მეტრში.
სახლი სრულად გარემონტებულია და აღჭურვილია ყველა საჭირო ტექნიკით. იდეალურია ოჯახური დასვენებისთვის ან ორი ოჯახის ერთად განთავსებისთვის. სახლი კომფორტულად იტევს 8-10 ადამიანს.
სახლში არის 4 საძინებელი, დიდი მისაღები, სამზარეულო და სასადილო ოთახი, ასევე 2 სველი წერტილი ზედა და ქვედა სართულზე. ორივე სართულზე არის დიდი ვერანდა. ყველა ოთახში არის კონდიციონერი, ხოლო მისაღებში ფუნქციური ბუხარი.
სახლს აქვს დიდი გამწვანებული ეზო, არის როგორც სივრცე დასასვენებლად და სათამაშოდ ბავშვებისთვის, ასევე ხეხილის ხეები.
ქობულეთის რკინიგზის სადგური სახლიდან დაახლოებით 2 კილომეტრში მდებარეობს.
სახლის ფასი არის 450 ლარი დღეში, თვეში 1200 დოლარი, სეზონზე (ივლისი, აგვისტო, სექტემბერი) 2000$.
სახლი ქირავდება მინიმუმ 3 დღით. გთხოვთ, ნაკლები ვადით დაინტერესების შემთხვევაში არ დაგვიკავშირდეთ. ასევე, სახლი ქირავდება მთლიანად და არა ოთახები.
დამატებითი ინფორმაციის ან დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით განცხადებაში მითითებულ ნომერზე.