ქირავდება საგურამოდან 5 წუთში, სოფელ გალავანში კერძო სახლი აუზით. ორ სართულიანი სახლი - 460 კვ.მ, ეზო - 1600 კვ.მ, სახლი უზრუნველყოფილია შემდეგით- ელექტროენერგია, ბუნევრივი აირი, ინტერნეტი, ტელევიზია, სიგნალიზაცია, ტექნიკა და ავეჯი.
ცენტრალური გათბობა, მეტალო პლასტმასის ფანჯრები, 2 სველი წერტილი, იზოლირებული სამზარეულო, 4 (სურვილის შემთხვევაში 5) საძინებელი, მისაღები ოთახი, ავტოფარეხი, რომლიდანაც შეგიძლიათ შეხვიდეთ პირდაპირ სამზარეულოში, რაც ძალიან კომფორტულია ზამთარში. კეთილმოწყობილი სამზარეულო, ტექნიკით - ჭურჭლის სარეცხი მანქანა, ღუმელი, მიკროტალღური, ქურა, ტანსაცმლის სარეცხი მანქანა, სახლშია 2 ბუხარი, 1 და 2 სართულზებზე, ჭერი - მაღალჭერიანია მინიმუმ 3 მეტრი. რემონტი - ახალი რემონტი. ეზოშია უამრავი ხეხილი - ვაშლი, მსხალი, ქლიავი, კაკალი, ლეღვი, ბალი, ალუბალი, ხურმა, ყურძენი და სხვა. ეზოშია კაპიტალური აუზი, სრული სისტემით. ზომები - 10მ x 4მ, სიმაღლე 1.50-160მ (დახრა აქვს) აუზი არის ულამაზესი, მოპირკეთებული მოზაიკით, ცალ მხარეს გადმოდინებით, აქვს შიდა კაპიტალური კიბეები. დამატებით არის ტექნიკური ოთახი, აუზის დანადგარებისთვის, აუზთან არის კეთილმოწყობილი ბარი, გადახურვით, დიდი დახლ-მაცივრით, ბარის 2 მაგიდა (წინ და უკან) ბარის სკამები, განათება, ნიჟარა და ონკანი, 15 მდე შეზლონგი. ამის გარდა ეზოშია გადახურული ფანჩატური, ასევე გამზადებულია და ჩაყრილია 5 ცალი დიდი ზომის ქვევრი, მარანის დასაშენებლად. ეზოშია ახალი ჭა, მოტორით და სრული წყალგაყვანილობით, უკანა ეზოშია 5 ტონიანი წყლის ავზი.
10 სექტემბრიდანაა თავისუფალი.