ევროპული სტილის ვილა შეკვეთილის ტყეში, 50 მეტრში ზღვის სანაპიროსთან, მაგნიტურ ქვიშებთან. ოჯახური სტილის სახლი დიდი სიყვარულით ნაშენები. სახლს აქვს ულამაზესი ეზო, ეზოს ჰყავს მებაღე და დიდი ყურადღება ექცევა ნარგავებს. ეზოში არის მწვანე მოლი, გაკრეჭილი და მოვლილი, ბანანის პალმები, ჰორტენზიები, გარდენიები, ალბიციები. ეზოს გააჩნია პარკირების ორი ადგილი. სახლი დგას ტყეში, 100 მეტრის რადიუსში მეზობელი არ სახლობს. საჭიროების შემთხვევაში დამხმარე სულ ხაზზეა. არის ინტერნეტი, ტელევიზია, კონდიციონერი, სარეცხი მანქანა, 2 სველი წერტილი და სამზარეულო. სახლში დაშვებულია ცხოველები.