იყიდება ახალი აშენებული, ორსართულიანი, მოდერნისტული სტილის სახლი მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნავაზში (ნაოზას დაჩების ტერიტორიაზე)
ადგილი, სადაც ყოველდღიურად დატკბებით მთისა და ტყის სუფთა ჰაერით და შთამბეჭდავი პანორამული ხედებით.
მიწის ნაკვეთის ფართობი: 550 კვ.მ საერთო საცხოვრებელი ფართი: 100 კვ.მ სართულების რაოდენობა: 2 + ღია ვერანდა მესამე სართულზე, აქვს შიდა ასასვლელი კიბე.
საძინებლების რაოდენობა: 3 ნათელი საძინებელი
პირველი სართული: ფართო და ნათელი მისაღები ოთახი (სტუდიოს ტიპის). თანამედროვე, კეთილმოწყობილი სამზარეულო. სველი წერტილი. პანორამული ფანჯრები, საიდანაც იშლება ხედი ეზოზე და მთებზე,
მეორე სართული: 3 მყუდრო საძინებელი ოთახი. მეორე სველი წერტილი. აივანი, სადაც ასევე შეგიძლიათ დატკბეთ ულამაზესი ხედებით. მესამე დონე (ვერანდა): 60 კვ.მ-ის ფართობის ღია, კეთილმოწყობილი ვერანდა. ეს არის იდეალური სივრცე გარუჯვისთვის, მეგობრული შეკრებებისთვის, ბარბექიუსთვის ან უბრალოდ პანორამული ხედებითა და ვარსკვლავური ცის ტკბობისთვის.
სახლი აშენებულია მაღალი ხარისხის მასალებით, გამოყენებულია 30-იანი პემზის ბლოკი, მაღალი ხარისხის ფითხ-საღებავი, აქვს მაღალი თერმოიზოლაციას რაც უზრუნველყოფს (ზამთარში სითბოს და ზაფხულში გრილ გარემოს). გაკეთებულია თანამედროვე, ხარისხიანი რემონტი. სახლი იყიდება სრულად აღჭურვილი: თანამედროვე ავეჯითა და ტექნიკით
კეთილმოწყობილი ეზო: 550 კვ.მ-ის ფართობის, დაგებულია ბეტონის ბილიკები და გაკეთებულია პარკინგის ადგილი. დარგულია დეკორატიული მცენარეები და ხეხილი.
ეზო შემოღობილია თანამედროვე სტილის ღობით და აქვს ლითონის გასაგორებელი ჭიშკარი.
ლოკაცია - თბილისიდან სულ რაღაც 25-30 წუთის სავალზე. ხელმისაწვდომობა: იდეალური მისასვლელი გზა, სახლი მდებარეობს დაჩების ტერიტორიაზე. ჰაერი: სახლის უკანა მხრიდან მუდმივად ქრის მთისა და ტყის ჯანსაღი ჰაერი