იყიდება 70 კვ.მ კუთხის ბინა დიდ დიღომში, საუკეთესო ლოკაციაზე!
საცხოვრებელი ფართი მდებარეობს ახალაშენებულ, დასრულებულ და თითქმის მთლიანად შესახლებულ კორპუსში (მრგვალ „ორი ნაბიჯთან“ მიმდებარედ). ბინაში გაკეთებულია უმაღლესი ხარისხის, იდეალური რემონტი და აღჭურვილია უახლესი, თანამედროვე ავეჯითა და ტექნიკით.
ბინაში რჩება აბსოლუტურად ყველაფერი, რაც ფოტოებზეა: ტექნიკა: AEG-ის ფირმის სუპერ ეკონომიური ინდუქციური ქურის ზედაპირი, ღუმელი და სარეცხი მანქანა; Gorenje-ს ჭურჭლის სარეცხი მანქანა; Samsung-ის მაცივარი.
ავეჯი: სრული კომპლექტაცია, რაც საჭიროა დაუყოვნებლივ საცხოვრებლად ან გასაქირავებლად.
დამატებითი უპირატესობა: ბინა არის კუთხის (რაც დამატებით განათებას და სიმყუდროვეს უზრუნველყოფს). ლიფტი მდებარეობს ბინიდან ერთი კარის მოშორებით, რაც გამორიცხავს ხმაურს.
ვარ მეპატრონე, გთხოვთ ბროკერები ნუ შემომეხმიანებით