ქირავდება ბინა პირველი და ბოლო თვის წინასწარი გადახდით.
თუ ნომერზე ვერ გიპასუხეთ მომწერეთ ვაცაპში და მალევე მოგაწვდით პასუხს.
ჩუღურეთში, ე.წ. „ოქროს უბანში“ ქირავდება უნიკალური 60,26 კვ.მ სტუდიოს ტიპის ბინა წინამძღვრიშვილის, კარგარეთელისა და გ. ყანჩელის (ყოფ.კონსტიტუციის) ქუჩების კვეთაზე.
ბინა არის ისტორიულ შენობაში, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული სიმყარითა და ისტორიული ხიბლით. ადგილი პრაქტიკულად თბილისის გეოგრაფიული ცენტრია.
✅ ჭერი: 3.85 მეტრი (ანტრესოლის პოტენციალით).
✅ სახურავი: ახალი შეცვლილი (მერიის პროექტით).
✅ კედლები: 65 სმ სისქის აგურის – იდეალური ხმისა და თერმოიზოლაციით. ენერგოეფექტური.
✅ ხედი: ფანჯრები გადაჰყურებს წინამძღვრიშვილს, კარგარეთელს და ჩანს აღმაშენებლის გამზირი. საღამოობით შეგიძლიათ საქართველოს დროშის ფერებით განათებულ ანძას უცქიროთ.
✅ ვერანდა: 2,25 მეტრი სიგანის კეთილმოწყობილი 35 კვ.მ. აივანი (მერიის გარემონტებული), რომლითაც ვსარგებლობთ ოთხი ოჯახი და რომელიც გადაჰყურებს დიდ კეთილმოწყობილ შიგა ეზოს, სადაც კალათბურთის მოედანი, საბავშვო სკვერი და უამრავი მანქანის დასაყენებელი ადგილია.
✅ მდგომარეობა: ახალი რემონტი, გერმანული ლამინატი, ფანჯრები სამმაგი მინაპაკეტით (რაც სრული სიჩუმის და სიმ