იყიდება დიდი, მზიანი კუთხის ბინა მოშენებით, ნუცუბიძის II პლატოზე, ბესარიონ ჟღენტის 63-ში, ეკლესიის გვერდით.
ბინა მდებარეობს 4/9 სართულზე, ჩეხური პროექტის კორპუსში.
საერთო ფართი 141მ² (85 მ² საცხოვრებელი + 56 მ² ლეგალიზებული მოშენება, რეგისტრირებული საჯარო რეესტრში). განლაგება იძლევა საშუალებას ბინა გადაკეთდეს 3 ან 4 საძინებლიანად ან თანამედროვე ღია ტიპის სივრცედ დიდი ტერასით.
ბინა არის კუთხის, მზიანი (შუადღისა და საღამოს მზე), 2.85მ ჭერით, აქვს აივანი საძინებლიდან და 2 სველი წერტილი (აბაზანა და ტუალეტი ცალკე).
ბინა არის სუფთა მდგომარეობაში, საცხოვრებლად ვარგისი.
ბინას აქვს საუკეთესო ლოკაცია მეორე პლატოზე - 100 მეტრის რადიუსში განლაგებულია კერძო სკოლა და საბავშვო ბაღი, 24-საათიანი ნიკორა, ავერსის აფთიაქი, საკონდიტრო, ხილ-ბოსტანისა და ხორცის მაღაზიები, თონე, სამეურნეო მაღაზია, ზოომაღაზია და გრუმინგი, ასევე სკვერი და ეკლესია. ტრანსპორტის ორმხირივი გაჩერება მდებარეობს კორპუსის წინ.
ეზო იძლევა მანქანის გაჩერების საშუალებას.
ბინა არ არის იპოთეკით დატვირთული.