იყიდება საბურთალოზე!
კერძოდ, ქავთარაძის ქუჩაზე, დეველოპერული კომპანია „მეტროპოლის“ მიერ მიმდინარე მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსში, არასტანდარტული ტიპის, ნათელი 2-ოთახიანი ბინა.
ბინას აქვს 1 საძინებელი. მისაღები გაშლილი სივრცის გეგმარებითაა. აქვს 1 სველი წერტილი და 1 აივანი, საიდანაც იშლება ხედი ქალაქზე.
ბინა ბარდება თეთრი კარკასის კონდიციაში.
პროექტი ყველა თანამედროვე სტანდარტს პასუხობს — კომპლექსი შენდება ეკოლოგიურად სუფთა, ენერგოეფექტური და მაღალი ხარისხის მასალებით.
„მეტროპოლ ქავთარაძე“ აერთიანებს ორ 25-სართულიან შენობას, განსხვავებული დაგეგმარებისა და ფართობის ბინებით.
მრავალფუნქციური კომპლექსის ტერიტორიაზე დაგეგმილია:
• 1 ჰექტარი სარეკრეაციო ზონა;
• ფეხბურთის მოედანი და გასართობი ზონა;
• საფეხმავლო ბილიკი;
• ღია და დახურული სივრცეები;
• მოსასვენებელი პავილიონი;
• საბავშვო ბაღი;
• ლობი და კონსიერჟი.
მდებარეობს ინფრასტრუქტურულად აქტიურ მონაკვეთში.