9 room private house for sale in didi digomi

9 room private house for sale in didi digomi

66ID: 25659893
ვ. ბატონიშვილის ქ.
1,022,190
1 - 3116
High Price
328 m²
Area
9
Rooms
5
Bedroom
2
Floor
400 m²
Yard area

Short description

იყიდება 2 სართულიანი, 328 მ2 ფართის მქონე კერძო სახლი დიდ დიღომში, მწვანე კარკასის მდგომარეობაში, თანამედროვე არქიტექტურით და დაგეგმარებით, აშენებული მაღალი ხარისხით, ენერგოეფექტური, ყველა კომუნიკაციით და კეთილმოწყობილი ეზოთი

სახლს გააჩნია მისაღები, სამზარეულო, 5 საძინებელი , მათ შორის 1 მასტერ საძინებელი საგარდირობე ოთახით და სველი წერტილით და 1 მასტერ საძინებელი სველი წერტილით, 2 საერთო გამოყენების სველი წერტილი, ტექნიკური ოთახი, სამრეცხაო ოთახი, ტერასები და აივნები.

შეყვანილია ყველა კომუნიკაცია: ელექტროენერგია, ბუნებრივი გაზი, წყალი, კანალიზაცია და ოპტიკური ინტერნეტი, ხოლო სახლამდე მიდის ასფალტიანი გზა და მოწყობილია გარე ნათება.

შიდა გაყვანილობა: გათბობისთვის მოწყობილია კოლექტორული სისტემა, ელექტროგაყვანილობა შესრულებულია თანამედროვე სტანდარტების დაცვით, ასევე განხორციელებულია დაკაბელება სახანძრო და დაცვითი სიგნალიზაციის დასაყენებლად.

კედლები შიგნიდან გალესილია თაბაშირ-პერლიტის ფიჩით.

კარ-ფანჯარა: ალუმინის

რკინა ბეტონი კარკასი აშენებულია რუსული / უკრაინული არმატურით და საძირკვლისთვის მოწყობილია ჰიდროიზოლაცია.

პერიმეტრის კედლები აშენებულია 30 სმ სისქის პემზის ენერგოეფექტური ბლოკით, რაც დამატებით დათბუნებულია 5 სმ-ის სისქით EPS-ით.

სახლს გააჩნია ბრტყელი გადახურვა, დათბუნებულია 8სმ-ის XPS-ით, ჰიდროიზოლაცია მოწყობილია შვეიცარული მემბრანით, სახურავის პარაპეტები შეფუთულია და ჟოლობები დამზადებულია სამხრეთ კორეული თუნუქით.

ფასადი: მოპირკეთებულია WPC პანელებით და კაპაროლის მასალებით, შენობის პერიმეტრის ქვედა ნაწილი წყლის დაცულია გრანიტით მოპირკეთებული ცოკოლით, ფასადზე მოწყობილია დეკორატიული განათება.

წინა და უკანა ეზოდან შესასვლელი კიბის საფეხურები მოპირკეთებულია გრანიტით და გააჩნია დეკორატიული განათება.

სახლი განთავსებულია მიწის ნაკვეთზე, რომლის მთლიანი ფართი შეადგენს 543 მ2-ს. ეზო სრულად კეთილმოწყობილია, გამწვანებით, ავტომატური სარწყავი სისტემით, ქვაფენილით მოპირკეთებული სავალი ნაწილით, რამდენიმე ავტომობილის გასაჩერებელი სივრცით და ფანჩატურით. ეზო შემოღობილია, აქვს ავტომატური ჭიშკარი, დაყენებულია ვიდეო დომოფონი და ვიდეო სამეთვალყურეო სისტემა.

ფასზე დალაპარაკება შესაძლებელია ადგილზე.

Addition parameters

Status
New building
Condition
Green frame
Type of project
Non-standard
Heating
Central Heating
Hot water
Central heating
Balcony
1/1
Natural gas
Yes
Owner logo
ნიკო
Agent
All statements (429)
ნიკო
Agent

If the information in the listing is incorrect, file a report

Value scale

The position on the value scale is determined based on the price of real estate with similar parameters on this website

1,022,190 ₾

Top Price

Good Price

Middle Price

Mid-high Price

High Price