იყიდება 3-ოთახიანი, ნათელი ბინა დიდ დიღომში — 99,500 $
იყიდება 76მ² ფართობის, ჩეხური პროექტის 3-ოთახიანი ბინა დიდ დიღომში, დ. თავდადებულის ქუჩაზე.
ბინა მდებარეობს კორპუსი №10-ის მე-3 სართულზე. დაგეგმარება მოიცავს მისაღებ ოთახს, 2 დამოუკიდებელ საძინებელს, სამზარეულოს, გარემონტებულ სველ წერტილებსა და აივანს, დამხამრე ფართს სათავსოს სახით.
ბინა არის კუთხის, ნათელი და მზიანი — ყველა ოთახს აქვს ფანჯარა. საცხოვრებელი სრულად გარემონტებულია და აღჭურვილია ცენტრალური გათბობით.
ბინაში რჩება სრული ავეჯი და ტექნიკა, მათ შორის:
ჩაშენებული, სრულფასოვანი სამზარეულო;
ჩაშენებული კარადები;
მაცივარი;
სარეცხი მანქანა;
ჭურჭლის სარეცხი მანქანა;
კონდიციონერი;
ტელევიზორი.
სახლი მდებარეობს დიდი დიღმის ერთ-ერთ საუკეთესო და მოსახერხებელ ლოკაციაზე, ცენტრალურ ქუჩაზე. მიმდებარედ არის სკვერი, მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი, სკოლები, საბავშვო ბაღი და ყოველდღიური საჭიროებისთის სხვადასხვა ობიექტი.
ბინა იყიდება სრული ავეჯითა და ტექნიკით და მზად არის საცხოვრებლად.
ფართობი: 76მ²
ოთახები: 3
საძინებლები: 2
სართული: 3
აივანი: აქვს
ფასი: 99,500 $