ქირავდება მყუდრო, ბეტონით ნაშენი სახლი ნაფეტვრები 2-ში, მშვიდ და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. სახლს აქვს ძალიან კარგი თბოიზოლაცია, არის მზიანი მთელი დღის განმავლობაში და გამოირჩევა ულამაზესი პანორამული ხედებით.
სახლის განლაგება:
მეორე სართული:
1 მთავარი საძინებელი საკუთარი აივნითა და ინდივიდუალური სველი წერტილით;
3 დამატებითი საძინებელი, რომლებიც სარგებლობენ საერთო სველი წერტილით.
პირველი სართული:
ფართო და ნათელი მისაღები;
სრულად აღჭურვილი სამზარეულო;
1 დამატებითი ოთახი, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნას როგორც საძინებლად, სამუშაო ოთახად ან სტუმრების ოთახად.
სველი წერტილი
სახლი იდეალურია ოჯახისთვის, რომელიც აფასებს სიმყუდროვეს, ბუნებასა და კომფორტულ საცხოვრებელ გარემოს.
მინიმალური გაქირავების ვადა: 6 თვე.
გთხოვთ, მაკლერებმა/სააგენტოებმა არ დაგვიკავშირდეთ.