ქირავდება 38 კვ.მ. ფართი
ყოველთვიური ქირა: 1,000 ლარი
დეპოზიტი: 1,500 ლარი
დეპოზიტი სრულად დაუბრუნდება დამქირავებელს ხელშეკრულების პირობების კეთილსინდისიერად შესრულების შემთხვევაში. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის ან ფართისთვის მიყენებული ზიანის არსებობის შემთხვევაში, გამქირავებელი უფლებამოსილია შესაბამისი თანხა დეპოზიტიდან გამოიქვითოს.
თავდაპირველად გაფორმდება 6-თვიანი საიჯარო ხელშეკრულება, რომლის ვადის ამოწურვის შემდეგ, მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში, შესაძლებელია მისი გაგრძელება.
კომუნალური გადასახადებისა და კორპუსის მომსახურების საფასურის გადახდა ეკისრება დამქირავებელს.
ფართი ხელმისაწვდომი იქნება 2026 წლის 1 აგვისტოდან.
მაკლერებისა და სააგენტოებისთვის: ვთანხმდები მხოლოდ ერთი თვის ქირის 30%-ის ოდენობის საკომისიოს გადახდას.
მომწერეთ WHATSAPP- ში