იყიდება 2-ოთახიანი ბინა საბურთალოზე. გთავაზობთ ბინას საბურთალოს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და კომფორტულ ლოკაციაზე, ვაჟა-ფშაველას მეტროსა და City Mall-თან რამდენიმე წუთის სავალზე, ბინა არის ნათელი და ფართო. ბინა მდებარეობს 18-სართულიანი კორპუსის 15-ე სართულზე და მოიცავს კომფორტულ მისაღებს, იზოლირებულ საძინებელსა და ფუნქციურად დაგეგმილ სივრცეს. აღმოსავლეთის მხარე უზრუნველყოფს ბუნებრივ განათებას მთელი დღის განმავლობაში და სასიამოვნო ხედებს. სახლს აქვს მოწესრიგებული შიდა ეზო, სტადიონებით და საბავშვო სათამაშო მოედნით. ლოკაცია იდეალურია როგორც საცხოვრებლად, ისე საინვესტიციოდ. მიმდებარედ განთავსებულია მეტრო, სავაჭრო ცენტრები, სუპერმარკეტები, სკოლები, ბაღები, სპორტული დარბაზები და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურა, რაც ყოველდღიურ ცხოვრებას განსაკუთრებულად კომფორტულს ხდის.