10+ room private house for sale in sagarejo municipality

10+ room private house for sale in sagarejo municipality

128ID: 25613126
Ujarma
442,949
1 - 1846
240 m²
Area
10+
Rooms
4
Bedroom
2
Floor
950 m²
Yard area

Short description

იყიდება კეთილმოწყობილი აგარაკი სოფელ უჯარმაში (თბილისიდან მხოლოდ 40 კმ).

💵ფასი: 170 000 $

🏡 მიწის ფართობი: 950 კვ.მ

🏠 საცხოვრებელი სახლი: 240 კვ.მ, ორსართულიანი

✅ ეზო სრულად იზოლირებულია 2.2 მ სიმაღლის ბლოკის გალავნითა და რკინის ალაყაფის კარით. ეზოს დიდი ნაწილი მოპირკეთებულია ბეტონითა და გრანიტის ფილებით, რაც იდეალურია საცურაო აუზის, სპორტული ინვენტარის ან დასასვენებელი სივრცის მოსაწყობად.

🟣 ეზოში მდებარეობს:


🏡მთავარი საცხოვრებელი სახლი – 240 კვ.მ;
 🏡2 დამხმარე ნაგებობა – 20 კვ.მ და 14 კვ.მ (ჩადგმული კარადებითა და სველი წერტილებით);
💧წყლის 4 ონკანი;
🪴მოვლილი ბაღი ხეხილით, კენკრითა და დეკორატიული მცენარეებით.


🟠 სახლის განლაგება:

I სართული: 6 ოთახი, სამზარეულო, აბაზანა და ტუალეტი.

II სართული: 3 ოთახი და დიდი წრიული აივანი ოთხივე მხარეს, ულამაზესი ხედებით.

სართულები ერთმანეთთან დაკავშირებულია როგორც შიდა, ისე გარე კიბით.

🔵სახლი გარემონტებულია მაღალი ხარისხის მასალებით, სრულად მოწყობილია ავეჯითა და ჩადგმული კარადებით.

კომუნიკაციები:


✅ ბუნებრივი აირი
✅ სასმელი წყალი
✅ ელექტროენერგია
✅ტელევიზია


🌳 ეზოში გაშენებულია 30-ზე მეტი ხეხილი და კენკროვანი კულტურა, მათ შორის: სხვადასხვა ჯიშის ვაშლი, მსხალი, გარგარი, გოგრაბალი, ხურმა, ალუბალი, ქლიავი, ნუში, ჯუჯა კაკალი, ალუჩა, ბროწეული, შინდი, უეკლო მაყვალი, წითელი და შავი მოცხარი, ჟოლო, მარწყვის ხე და ყურძნის ხეივნები (ალადასტური, მუსკატი, სუფრის თეთრი).

🌹 დეკორატიული მცენარეები: სხვადასხვა ფერის ვარდები, კამელია, ბზის ბუჩქები და სხვა.

🔴 იდეალური ადგილია როგორც მუდმივი საცხოვრებლად, ისე დასასვენებლად. მშვიდი გარემო, სუფთა ჰაერი და თბილისთან ახლოს მდებარეობა ამ ქონებას განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის.

🟢დამატებითი ინფორმაციისთვის ან ნახვის დასანიშნად დამიკავშირდით.

Addition parameters

Status
New building
Condition
Newly renovated
Type of project
Non-standard
სოფო
Owner
All statements (3)
სოფო
Owner

If the information in the listing is incorrect, file a report