იყიდება 3 სართულიანი აგარაკი მშვიდ და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. ზღვის დონიდან 900 მ-ზე, გომბორის ხედებით, ლილოს ბაზრობიდან 15 კმ-ის დაშორებით. მისამართი: საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, წალმიანის აგარაკები.
✔ სახლი არის კაპიტალურად ნაშენი, ✔ აქვს კარგი გადახურვა და სადრენაჟო სისტემა; ✔ ჩასმულია მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები; ✔ აქვს დამცავი გისოსები; ✔ აქვს შიდა მასიური კოპიტის ხის კარებები; ✔ ყველა ოთახს აქვს ბუნებრივი განათება; ✔ აივნები არის ყველა სართულზე; ✔ მიწები რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში.
ადგილმდებარეობა გამოირჩევა იდეალური ოჯახური დასვენებისა და მშვიდი ცხოვრებისთვის. სახლი შემოღობილია მავთულბადით, ყველა კომუნიკაციით (წყალი, დენი, გაზი, ინტერნეტი). ეზოში გაშენებულია მსხმოიარე ხეხილის ბაღი (სარწყავი სისტემით). ასევე ეზოში 300 კვ.მ-ზე მდებარეობს ბუნებრივი ტყის მასა, რომელიც ზაფხულში გამოირჩევა უნიკალური კლიმატით, სიგრილით. ეზოში სახლის გვერდით არის თავისუფალი 600 კვ.მ-ი დამოუკიდებელი სამოსახლო მიწის ნაკვეთი, რომელზეც შესაძლებელია განცალკევებით სახლის აშენება ან კოტეჯის ჩადგმა. ტემპერატურის სხვაობა წალმიანს და თბილის შორის შეადგენს 7-8 გრადუსს.