ვაკეში, გაბაშვილს ქუჩის დასაწყისში, ერთ სადარბაზოიან მყარ 8-სართულიან სახლში მდებარე ბინა საცხოვრებლად მყუდრო და ძალიან მოხერხებულია 🏡✨ მიმდებარედაა მრავალი მარკეტი, სავაჭრო ცენტრი, კლინიკა, სკოლა და სხვა საჭირო ობიექტები, რაც ლოკაციას დამატებით დიდ ბონუსს სძენს.
მეექვსე სართულზე განთავსებული ბინა 150 კვ.მ-ს შეადგენს. გამჭოლი გეგმარება უზრუნველყოფს კარგ ბუნებრივ ვენტილაციას და მზისა და დღის სინათლის უწყვეტ წვდომას ☀️ ჰოლის დასაწყისში მდებარეობს აბაზანა-ტუალეტი საშხაპით, მოპირდაპირედ საგარდერობე ოთახია, მის გვერდით კი სამზარეულო-სასადილო, რომელიც მინის სლაიდური კარით უერთდება დიდ მისაღებ ოთახს.
ჰოლის მარჯვენა ბოლო ნაწილში განთავსებულია მასტერის ტიპის საძინებელი საკუთარი აბაზანით, მის გვერდით კი კაბინეტი, რომელიც თავისუფლად შეიძლება მეორე საძინებლად გამოიყენოთ. ყველა ოთახს აქვს აივანი და წვდომა ვერეს ხეობისთვის დამახასიათებელ სუფთა ჰაერზე 🌿
რემონტისას გამოყენებულია ნატურალური, ძვირფასი მასალები: მარმარილო, გრანიტი და ტრავერტინი. ✨
დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 592 068 575