თბს ბანკში არის 70-80 ათას ლარამდე დასაფარი თანხა და გამოაკლდება ძირითად მითითებულ ფასს
იყიდება 2 იზოლირებული სახლი ერთად,ერთ საკადასტრო კოდზე (ცალ-ცალკე არ განიხილება) , 121,91 მ2 დაზუსტებული და რეგისტრირებული საცხოვრებელი ფართი,შენობა-ნაგებობის მთლიანი ფართი 243 მ2 , მიწის დაზუსტებული და დარეგისტრირებული ფართი 326 მ2 (სასოფლო-სამეურნეო), ეზოში არის ხეხილი:ვაშლი,მსხალი, მანდარინი, ლიმონი, ვაზი, ახალი აშენებული, ეს თანამედროვე დიზაინის სახლი მდებარეობს ბათუმიდან 5-6 კმ-ში გონიოს მხარეს, ბათუმის ცენტრამდე 10კმ და იდეალურია მათთვის, ვინც ეძებს კომფორტულ და ხარისხიან საცხოვრებელს ქალაქის ხმაურისგან მოშორებით, თუმცა ქალაქთან მარტივი წვდომით. სახლი აშენებულია კარგი ხარისხის მასალებით და გამოირჩევა ფუნქციური დაგეგმარებით. ფართო და ნათელი მისაღები ოთახი იდეალურია ოჯახური შეკრებებისთვის. სახლში განთავსებულია 4 საძინებელი, რაც უზრუნველყოფს საკმარის სივრცეს დიდი ოჯახისთვის ან სტუმრების მისაღებად. ასევე მოწყობილია 3 სველი წერტილი, თანამედროვე სამზარეულო და დამხმარე ოთახები. ეზო კეთილმოწყობილია და იდეალურია დასვენებისთვის, არის გასაშლელი 7-8 ტონიანი აუზი, ჭიშკარი დისტანციურ მართვაზე, ასევე გათვალისწინებულია პარკინგის ადგილი რამდენიმე მანქანისთვის. მდებარეობა უზრუნველყოფს სწრაფ და მარტივ წვდომას ქალაქის ცენტრთან, აეროპორტთან და სხვა მნიშვნელოვან ობიექტებთან. ეს არის მშვიდი და ეკოლოგიურად სუფთა გარემო, სადაც შეგიძლიათ ისიამოვნოთ სიმშვიდით და სუფთა ჰაერით. სახლი სრულად მზადაა როგორც საცხოვრებლად ასევე გასაქირავებლად , სახლიდან და ეზოდან იშლება ერთდროულად პანორამული ხედი ზღვაზე,მთაზე და ულამაზეს ბათუმზე და ელოდება თავის ახალ მფლობელს. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დამიკავშირდეთ მითითებულ ტელეფონის ნომერზე 599372303 WhatsApp ზე ან მომწერეთ მეილზე