ქირავდება კომფორტული 3-ოთახიანი ბინა
ქირავდება ნათელი, კეთილმოწყობილი ბინა, რომელიც მდებარეობს ნუცუბიძის მესამე მიკრორაიონში, მესამე კვარტლის მეშვიდე კორპუსში, მეორე სართულზე .
ბინაში განთავსებულია:
• 2 საძინებელი
• ფართო მისაღები
• იზოლირებული სამზარეულო
• 1 სველი წერტილი
ბინა სრულად არის აღჭურვილი კომფორტული ცხოვრებისთვის საჭირო ტექნიკითა და ინვენტარით. ბინაში დაგხვდებათ:
• სარეცხი მანქანა
• ჭურჭლის სარეცხი მანქანა
• მიკროტალღური ღუმელი
• ელექტრო ჩაიდანი
• მაცივარი
• გაზქურა
• კონდიციონერი
• ცენტრალური გათბობის სისტემა
• ინტერნეტი
ბინა არის სუფთა, მყუდრო და მზადაა საცხოვრებლად. იდეალურია როგორც ოჯახისთვის, ასევე სტუდენტებისა და დასაქმებული ადამიანებისთვის.