კომფორტული და თანამედროვე ბინა ბათუმის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად კომპლექსში, ზღვიდან რამდენიმე ნაბიჯში, ახალი ბულვარის მიმდებარედ, იდეალურია როგორც დასვენებისთვის, ისე საქმიანი ვიზიტისთვის.
ბინა აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით: კომფორტული საწოლი, კონდიციონერი, ტელევიზორი, უფასო Wi-Fi, სრულად აღჭურვილი სამზარეულო, სარეცხი მანქანა, სუფთა თეთრეული და ჰიგიენური ნივთები.