ქირავდება ახალი გარემონტებული, სრულად აღჭურვილი ბინა დელისის მეტროსთან!
ქირავდება 39 კვ.მ ფართობის, უცხოვრებელი და ახალი გარემონტებული ბინა საბურთალოზე, ზაქარიაძის ქუჩა N3-ში (დელისის მეტროდან 5 წუთის ფეხის სავალზე).
ბინის უპირატესობები:
მდებარეობა: 2-ე სართული, მშვიდი და მოსახერხებელი ლოკაცია, მეტროსთან ძალიან ახლოს.
მდგომარეობა: მაღალი ხარისხის ახალი რემონტი.
ავეჯი და ტექნიკა: სრულიად ახალი და გამოუყენებელი ტექნიკა და ავეჯი (ორადგილიანი საწოლი ორთოპედიული მატრასით, გასაშლელი დივანი, ტევადი კარადა).
სათავსოები: ბინაში არის ცალკე სათავსო/საკუჭნაო კარადა, ასევე შესასვლელში ტევადი და მოსახერხებელი სათავსო.
ბინაში რჩება აბსოლუტურად ყველაფერი, რაც ფოტოებზეა ასახული!