იყიდება ნათელი, მყუდრო ბინა ვაზისუბანში.
IV მიკრორაიონის II კვარტალში, ყავლაშვილის პროექტის არასტანდარტულ, აგურით ნაშენ კორპუსში. კორპუსი გამოირჩევა სქელი კედლებით, რაც უზრუნველყოფს კარგ თბო- და ხმის იზოლაციას.
ბინა არის ნათელი, მზიანი და მყუდრო. აქვს 3 დამოუკიდებელი საძინებელი, გამოყოფილი სამზარეულო, 2 აივანი და ფუნქციური განლაგება, რომელიც იდეალურია ოჯახისთვის.
ბინაში რჩება ჩაშენებული სამზარეულო და შემოსასვლელში არსებული ჩაშენებული კარადა.
აივნებიდან იშლება ლამაზი ხედები. უბანი მშვიდი და სასიამოვნოა საცხოვრებლად, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტი და საჭირო ინფრასტრუქტურა მარტივად ხელმისაწვდომია, ამიტომ გადაადგილების პრობლემა არ შეგექმნებათ.