💎 საცხოვრებელი მარგალიტი ჩუღურეთში, ე.წ. „ოქროს უბანში“ – ისტორიული ლოფტი აღმაშენებლის ხედით!
ქირავდება უნიკალური 60,28 კვ.მ. სტუდიოს ტიპის ბინა წინამძღვრიშვილის, კარგარეთელისა და გ. ყანჩელის (ყოფ.კონსტიტუციის) ქუჩების კვეთაზე.
ეს არის შენობა, სადაც 1940-50 წლებში არტილერიის სასწავლებელი იყო განთავსებული, გამოირჩევა დიდი ეზოთი,შენობის განსაკუთრებული სიმყარითა და ისტორიული ხიბლით. ადგილი პრაქტიკულად თბილისის გეოგრაფიული ცენტრია.
✅ ჭერი: 3.85 მეტრი (ანტრესოლის პოტენციალით).
✅ სახურავი: ახალი შეცვლილი (მერიის პროექტით).
✅ კედლები: 65 სმ სისქის აგურის – იდეალური ხმისა და თერმოიზოლაციით. ენერგოეფექტური.
✅ ხედი: ფანჯრები (სამმაგი მინაპაკეტი) გადაჰყურებს წინამძღვრიშვილს, კარგარეთელს და ჩანს აღმაშენებლის გამზირი.
✅ ვერანდა: 2,25 მეტრი სიგანის კეთილმოწყობილი 35 კვ.მ. აივანი (მერიის გარემონტებული), რომლითაც ვსარგებლობთ სამი ოჯახი და რომელიც გადაჰყურებს დიდ კეთილმოწყობილ შიგა ეზოს, სადაც კალათბურთის ფარია, საბავშვო სკვერი და უამრავი მანქანის დასაყენებელი ადგილია.
✅ მდგომარეობა: ახალი რემონტი, გერმანული ლამინატი, ფანჯრები სამმაგი მინაპაკეტით (რაც სრული სიჩუმის და სიმყუდროვის გარანტიაა),
✅ადგილზეა: დენი, გაზი, წყალი, დამოუკიდებელი კანალიზაცია, მაცივარი, სარეცხი მანქანა, გაზის ღუმელი, მიკროტალღური ღუმელი, კონდიციონერი და გაზზე მომუშავე გათბობის ღუმელი.
✅ კომუნიკაციები: ოპტიკური ინტერნეტი, საკუთარი შესასვლელი სივრცე ვერანდიდან. ვერანდაზე სარეცხის საშრობი ბაგირი. ფართში განთავსებულია დამოუკიდებალი სანიტარული კვანძი, გამწოვი სისტემა. საცხოვრებლად იდეალური პირობებია სრული ინვენტარით.
🏠 ბინა: არის VIP სტატუსის, ყოველგვარი დავალიანებისა და ვალდებულებების გარეშე სუფთა იურიდიული ისტორიით.
პირველი და ბოლო თვის წინასწარი გადახდით - 557 71 18 33...